2. შეფუთვის გარეთა ნაწილი იწმინდება ზედმეტი წყლისა და ყინულის მოსაცილებლად. შეფუთვა და მისი შემცველობა იწონება გრამის სიზუსტით: წონა არის M0.
3. ტანხორცს, ნებისმიერ მასთან ერთად გაყიდულ საკვებად განკუთვნილ სუბპროდუქტებთან ერთად, სცილდება გარეთა შეფუთვა, მშრალდება და იწონება გრამის სიზუსტით: ეს წონა არის M1.
4. გაყინული ტანხორცის წონა, პლიუს დამატებული სუბპროდუქტები, გაანგარიშდება M0-დან M1-ის გამოკლებით.
5. ტანხორცი, მათ შორის საკვებად განკუთვნილი სუბპროდუქტებისა, თავსდება ძლიერ, წყალგაუმტარ პოლიეთილენის პარკში მუცლის ღრუთი ფსკერისკენ, პარკის დაბოლოებისაკენ. პარკი უნდა იყოს საკმარისი სიგრძის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ დახურვა წყლის აბაზანაში ჩადების დროს, მაგრამ არც ისე განიერი, რომ მოხდეს ტანხორცის გადაადგილება ვერტიკალური პოზიციიდან.
6. პარკის ნაწილი, რომელიც მოიცავს ტანხორცს და საკვებად განკუთვნილ სუბბროდუქტებს, სრულად იძირება წყლის აბაზანაში და რჩება ღია, რაც ჰაერის გამოდევნის შესაძლებლობას იძლევა. ის იმყოფება ვერტიკალურ მდგომარეობაში, თუ აუციებლია გამაგრდება პარკში დამატებითი წონის ჩადებით, ისე, რომ წყალი აბაზანიდან ვერ შევიდეს მასში. ინდივიდუალური პარკები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.
7. პარკი რჩება წყლის აბაზანაში, 420 C ± 20 C ტემპერატურაზე, პარკის მუდმივად მოძრაობით ან წყლის მუდმივი არევით, სანამ ტანხორცის თერმული ცენტრი (გულმკერდის ყველაზე ღმა ნაწილის კუნთი გულმკერდის ძვალთან ახლოს, ქათამში შიგნეულის გარეშე, ან შიგნეულის მქონეში – შიგნეულის შუაში) არ მიაღწევს სულ მცირე 40 C-ს, რომელიც იზომება ორი შემთხვევით შერჩეული ტანხორციდან. ტანხორცი არ უნდა დარჩეს წყლის აბაზანაში საჭიროზე მეტხანს და უნდა მიაღწიოს 40C-ს. წყალში ჩადების პერიოდი ტანხორცთან დაკავშირებით, რომელიც ინახება – 180 C ტემპერატურაზე არის შემდეგი:
წონის კლასი
(გ)
ტანხორცის წონა+
სუბპროდუქტები
(გ)
წყალში ჩაყურსვის (იმერსიის) დროის
მაჩვენებელი წუთებში
ქათამი
სუბპროდუქტების
გარეშე
ქათამი სუბპროდუქტებით
<800
850
900
950
1 000
1 050
1 100
1 200
1 300
1 400
<825
825 -874
875-924
925-974
975 -1 024
1 025-1074
1 075 -1 149
1 150 – 1 249
1 250 – 1 349
1 350 – 1 449
77
82
85
88
92
95
98
105
111
118
92
97
100
103
107
110
113
120
126
133
8. 1 400გრ-ზე მეტი ტანხორცისთვის, ყოველ დამატებით 100გრ-ზე საჭიროა შვიდი წუთით მეტი დრო. თუ წყალში ჩაყურსვის შემოთავაზებული პერიოდი გაივლის ისე, რომ არ მიაღწევს +40 C-ს, შემოწმებულ ორ ტანხორცში გალღობის პროცესი გრძელდება სანამ ის არ მიაღწევს +40 C-ს თერმულ ცენტრში.
9. წყლის აბაზანიდან ხდება პარკისა და მისი შემცველობის ამოღება; პარკის ფსკერი იხვრიტება, რათა მოხდეს გალღობის დროს წარმოქმნილი წყლის გაჟონვა. პარკი და მისი შემცველობიდან წყლის გაჟონვა უნდა მოხდეს ერთი საათის განმავლობაში +180 C-სა და +250 C-ს შორის გარემოს ტემპერატურაზე.
10. გალღობილი ტანხორცს იღებენ პარკიდან და იღებენ შიგნეულის (თუკი არის) შემცველ შეფუთვას მუცლის ღრუდან. ტანხორცი მშრალდება შიგნიდან და გარედან ფილტრის ქაღალდით ან ქაღალდის პირსახოცებით. შიგნეულის შემცველი პარკი იხვრიტება და წყლის გამოდევნის შემდეგ პარკი და გალღობილი შიგნეული მშრალდება რაც შეიძლება ფრთხილად.
11. გალღობილი ტანხორცის, სუბპროდუქტებისა და პარკის მთლიანი წონა და შეფუთვა განისაზღვრება გრამი სიზუსტით და გამოხატულია როგორც M2.
12. პარკის წონა, რომელიც მოიცავდა შიგნეულს განისაზღვრება გრამის სიზუსტით და გამოხატულია როგორც M