ა)  საქათმეში სულადობა ერთ მ2-ზე არ აღემატება:

ა.ა) ქათმის შემთხვევაში – 12-ს, მაგრამ არაუმეტეს 25 კგ. ცოცხალ მასას; თუმცა მობილური საქათმის შემთხვევაში, რომლის იატაკის ზედაპირის ფართობი არ აღემატება 150 მ2-ს და რომელიც ღია რჩება ღამით, სულადობა შეიძლება გაიზარდოს 20-მდე, მაგრამ არაუმეტეს 40 კგ-ზე მეტი ცოცხალი მასისა ერთ მ2-ზე;

ა.ბ) კასტრირებული მამლის შემთხვევაში – 6,25 (91 დღემდე ასაკის -12-ს) არაუმეტეს 35კგ ცოცხალი მასა;

ა.გ) მუსკუსის და პეკინის იხვების შემთხვევაში – 8 მამრს, მაგრამ არაუმეტეს 35 კგ. ცოცხალი მასისა, 10 მდედრს, მაგრამ არაუმეტეს 25კგ. ცოცხალი მასისა;

ა.დ) მალარდის იხვის შემთხვევაში – 8-ს, მაგრამ არაუმეტეს 35 კგ. ცოცხალი მასისა;

ა.ე) ციცრის შემთხვევაში – 13-ს, მაგრამ არაუმეტეს 25 კგ. ცოცხალი მასისა;

ა.ვ) ინდაურის შემთხვევაში – 6,25 (შვიდ კვირამდე ასაკის – 10-ს) მაგრამ არაუმეტეს 35 კგ. ცოცხალი მასისა;

ა.ზ) ბატის შემთხვევაში – 5-ს (ექვს კვირამდე ასაკის – 10-ს), 3 სუქების ბოლო სამი კვირის განმავლობაში, თუ იმყოფება დახურul სივრცეში, მაგრამ არაუმეტეს 30კგ. ცოცხალი მასისა;

ბ) საქათმის მთლიანი გამოსაყენებელი ტერიტორია ნებისმიერ ერთ საწარმოო ობიექტზე არ აღემატება 1 600მ2-ს;

გ) თითოეული საქათმე არ მოიცავს:

გ.ა) 4 800 ქათამზე მეტს;

გ.ბ) 5 200 ციცარზე მეტს;

გ.გ) 4 000 მდედრი მუსკუსის ან პეკინის იხვებზე ან 3 200 მამრი მუსკუსის ან პეკინის იხვებზე ან 3 200 მალარდის იხვებზე მეტს;

გ.დ) 2 500 კასტრირებული მამალს, ბატსა და ინდაურზე მეტს;

დ) საქათმეს აქვს გასავლელები, რომელთა კომბინირებული სიგრძეა სულ მცირე 4 მ; საქათმის ზედაპირის თითოეულ 100 მ2-ზე;

ე) არსებობს დღის განმავლობაში უწყვეტად ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა სულ მცირე შემდეგი ასაკიდან:

ე.ა) ექვსი კვირა – ქათმის და კასტრირებული მამლის შემთხვევაში;

ე.ბ) რვა კვირა – იხვის, ბატის, ციცარის და ინდაურის შემთხვევაში;

ვ) ჰაერზე ყოფნა მოიცავს ტერიტორიას, რომელიც ძირითადად დაფარულია მცენარეებით და მოიცავს არაკლებ:

ვ.ა) 2 მ2-ს, თითოეულ ქათამზე ან მუსკუსის ან პეკინის იხვზე ან ციცარზე;

ვ.ბ) 3 მ2-ს, ერთ მალარდის იხვზე;

ვ.გ) 4 მ2-ს, 92 დღიდან ერთ კასტრირებულ მამალზე, 91 დღემდე – 2 მ2-ს;

ვ.დ) 6 მ2-ს ერთ ინდაურზე;

ვ.ე) 10 მ2-ს ერთ ბატზე;

ზ) სუქებაზე მყოფი ფრინველი არის იმ ჯიშის, რომელიც აღიარებულია, როგორც ნელა მზარდი;

თ) სუქების ეტაპზე გამოყენებული ცხოველის საკვების ფორმულა მოიცავს მარცვლეულის არანაკლებ 70%-ს;

ი) დაკვლის მინიმალური ასაკია:

ი.ა) 81 დღე ქათმისთვის;

ი.ბ) 150 დღე კასტრირებული მამალისთვის;

ი.გ) 49 დღე პეკინის იხვისთვის;

ი.დ) 70 დღე მდედრი მუსკუსის იხვისთვის;

ი.ე) 84 დღე მამრი მუსკუსის იხვისთვის;

ი.ვ) 92 დღე მულარდის იხვისთვის;

ი.ზ) 94 დღე ციცარისთვის;

ი.თ) 140 დღე ინდაურისთვის, და ბატისთვის, რომელიც იყიდება მთლიანად შესაწვავად;

ი.ი) 98 დღე მდედრი ინდაურისთვის, რომელიც უნდა დაიჭრას;

ი.კ) 126 დღე მამრი ინდაურისთვის, რომელიც უნდა დაიჭრას;

ი.ლ) 95 დღე ბატისთვის, რომელიც გამიზნულია პაშტეტის და მკერდის ფილე მაგრეტის დასამზადებლად;

ი.მ) 60 დღე ბატის ჭუკებისთვის;

კ) დახურულ სივცეში ყოფნა არ აღემატება:

კ.ა) ქათმისთვის 90 დღის ასაკის შემდეგ – 15 დღეს;

კ.ბ) კასტრირებული მამლისთვის – 4 კვირას;

კ.გ) ბატისა და მალარდის იხვისთვის, რომლებიც გამიზნულია პაშტეტისთვის და მკერდის ფილეს მაგრეტისთვის, 70 დღიანი ასაკის შემდეგ – 4 კვირას.

2. ფრინველის ხორცის ეტიკეტზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აღნიშვნის გამოყენებისათვის ციცრის შემთხვევაში, ჰაერზე ყოფნა შეიძლება შეიცვალოს ქანდარით, რომლის ზედაპირის ფართობი საქათმის ზედაპირის ფართობზე ორჯერ მეტია და სიმაღლე სულ მცირე 2 მ-ია. სულ მცირე 10 სმ. სიგრძის შენობა განკუთვნილია ერთ ფრინველზე მთლიანად (საქათმე და ქანდარ