ა) ნახევარი – ტანხორცის ნახევარი, მიღებული სიგრძივი ამონაჭერით გულმკერდისა და ხერხემლის გასწვრივ გაჭრის შედეგად;
ბ) მეოთხედი – კიდურის მეოთხედი ან მკერდის მეოთხედი, რომელიც მიღებულია ნახევრის სიგანეზე გაჭრის შედეგად;
გ) განუყოფელი კიდურის მეოთხედები – ორივე ფეხის მეოთხედი ზურგის ნაწილთან ერთად, გავით ან მის გარეშე;
დ) მკერდი – გულმკერდი და ნეკნები, ან მათი ნაწილი, განაწილებული მის ორივე მხარეს, გარშემო არსებული კუნთებით. მკერდი შეიძლება წარმოდგენილი იყოს მთლიანი ან ნახევარი;
ე) კიდური – მენჯი, წვივი და პატარა მენჯის ძვალი გარშემო არსებულ კუნთებთან ერთად. ეს ორი გაჭრა უნდა გაკეთდეს შესახსრების ადგილში;
ვ) ქათმის კიდური ზურგის ნაწილით – ზურგის წონა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ნაჭრის 25%-ს;
ზ) ბარძაყი – მენჯი გარშემო კუნთებთან ერთად. ეს ორი გაჭრა უნდა მოხდეს შეერთების სახსრების ადგილებში;
თ) ბარკალი – წვივი და პატარა მენჯი გარშემო კუნთებით. ეს ორი გაჭრა უნდა მოხდეს შესახსრების ადგილში;
ი) ფრთა – მხრის ძვალი, მიმდებარე ნაწილი და იდაყვის ძვალი, გაშემო კუნთებთან ერთად. ინდაურის ფრთის შემთხვევაში მხრის ძვალი, მიმდებარე ნაწილი და იდაყვის ძვალი, გაშემო კუნთებთან ერთად შეიძლება წარმოდგენილი იყოს ცალ-ცალკე. მკერდის ძვალი ფრთის ძვლის ჩათვლით შეიძლება არ იქნეს მოცილებული. გაჭრა შეიძლება მოხდეს შესახსრების ადგილში;
კ) განუყოფელი ფრთები – ორივე ფრთა გაერთიანებული ზურგის ნაწილით, სადაც ამ უკანასკნელის წონა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ნაჭრის 45%-ს;
ლ) მკერდის ფილე – მთლიანი ან ნახევარი მკერდის ძვლის გარეშე ე.ი. მკერდის ძვლისა და ნეკნების გარეშე, ინდაურის მკერდის შემთხვევაში ფილე შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ღრმა მკერდის კუნთებს;
მ) მკერდის ფილე მკერდის ძვლით – მკერდი ფილე კანის გარეშე, მხოლოდ ლავიწისა და მხოლოდ მკერდის ძვლის ხრტილის ნაწილით. ლავიწის და ხრტილის ნაწილის წონა არ უნდა აღემატებოდეს ნაჭრის 3%-ს;
ნ) მკერდის ფილე მაგრეტი – ამ დანართის მე-3 მუხლით განსაზღვრული იხვისა და ბატის მკერდის ფილე კანითა და კანქვეშა ცხიმით, რომელიც ფარავს მკერდის კუნთებს, მკერდის ღრმა პექტორალური კუნთის გარეშე;
ო) ინდაურის კიდურის უძვლო ხორცი – ინდაურის ბარძაყები ან/და ბარკლები ძვალგაცლილი ე.ი. მენჯის, წვივის და პატარა მენჯის გარეშე, მთლიანი, კუბებად ან სიგრძივად დაჭრილი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუქტებით განსაზღვრული პროდუქტებისთვის „გაჭრა შეიძლება მოხდეს შესახსრების ადგილებში” ნიშნავს გაჭრას ორი ხაზის ფარგლებში, რომელიც მიჯნავს სახსრების შეერთების ადგილებს, როგორც ეს ნაჩვენებია დანართი №2-ის „გამყოფი ჭრა“ გრაფიკულ პრეზენტაციაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტები შეიძლება წარმოდგენილი იყოს კანით ან მის გარეშე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტის შემთხვევაში კანის არარსებობა ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტის შემთხვევაში, კანის არსებობა, მითითებული უნდა იქნეს ეტიკეტზე „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებშ