1. სურსათის წარმოების ან დამზადების დროს გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობის მითითება სავალდებულოა, თუ:

ა) ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მოცემულია სურსათის დასახელებაში ან მომხმარებლისათვის მათი დასახელება გაიგივებულია სურსათის  დასახელებასთან;

ბ) ინგრედიენტი ან ინგრედიენტების კატეგორია მკაფიოდ გამოყოფილია ეტიკეტზე სიტყვით,  ნახატით ან გრაფიკული გამოსახულებით;

გ) ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორია აღწერს სურსათს, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა განასხვავოს დასახელებითა და გარეგნული ფორმით მსგავსი სხვა სურსათისაგან.

2. სურსათზე ინგრედიენტების რაოდენობის მითითება უნდა განხორციელდეს  დანართი №7-ით „ინგრედიენტების რაოდენობის აღნიშვნით“  განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისა