1. სურსათის ეტიკეტზე წარმოშობის ქვეყნის დასახელება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილის მითითება სავალდებულოა:
ა) როდესაც აღნიშნულის არ მითითებამ, სურსათის წარმოშობის ქვეყანასთან ან წარმოშობის ადგილთან დაკავშირებით, შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი. კერძოდ, როდესაც სურსათის თანმხლები ინფორმაციის ან ეტიკეტის თანახმად, სურსათი სხვა წარმოშობის ქვეყნიდან ან წარმოშობის ადგილიდანაა;
ბ) ხორცისათვის, რომელიც განსაზღვრულია (სეს ესნ) კოდით (კომბინირებული ნომენკლატურის 2010) დანართი №10-ის - „ხორცის სახეობები, რომელთათვისაც სავალდებულოა წარმოშობის ადგილის ან წარმოშობის ქვეყნის აღნიშვნა“ შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც მითითებულია სურსათის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი, რომელიც განსხვავდება მისი მთავარი, ძირითადი ინგრედიენტის წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილისაგან, აუცილებელია მითითებულ იქნეს ერთ-ერთი:
ა) მთავარი, ძირითადი ინგრედიენტის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი;
ბ) ძირითადი ინგრედიენტის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი სურსათის წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილისგან განსხვავებულა