თუ სურსათი საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს მიეწოდება შეფუთვის გარეშე, ან მათი დაფასოება ხდება რეალიზაციის ადგილებში მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე, ან დაუყოვნებლივ გაყიდვის მიზნით:
ა) სავალდებულოა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების წარდგენა;
ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სხვა მონაცემების წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა მოთხოვნები არ არის განსაზღვრული.
დანართი №1
ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები
1. გლუტენის (წებოგვარა) შემცველი მარცვლოვნები, კერძოდ: ხორბალი (სპელტა - Triticum spelta და ხოროსანი/კამუტი - Triticum turanicum) ჭვავი, ქერი, შვრია, მათი ჰიბრიდული შტამები და მათგან მიღებული პროდუქტები, გარდა:
ა) გლუკოზის სიროფისა ხორბლის საფუძველზე (ფუძეზე), მათ შორის დექსტროზა;
ბ) მალტოდექსტრინებისა ხორბლის საფუძველზე (ფუძეზე);
გ) გლუკოზის სიროფისა ქერის საფუძველზე (ფუძეზე);
დ) მარცვლოვნებისა, რომლებიც გამოიყენება სპირტის დისტილატის, მათ შორის - სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამზადებისათვის.
2. კიბოსნაირები და კიბისნაირების პროდუქტები.
3. კვერცხი და კვერცხის პროდუქტები.
4. თევზი და თევზის პროდუქტები, გარდა:
ა) თევზის ჟელატინისა, რომელიც გამოიყენება გადამტანის (მატარებელის) სახით ვიტამინებისა და კაროტინოიდული პრეპარეტებისათვის;
ბ) თევზის ჟელატინის ან თევზის წებოსი, რომელიც გამოიყენება ღვინისა და ლუდის დაწმენდისათვის.
5. მიწის თხილი (არაქისი) და მიწის თხილის(არაქისის) პროდუქტები.
6. სოია და სოიას პროდუქტები, გარდა:
ა) სრულად რაფინირებული სოიას ზეთისა და ცხიმისა;
ბ) სოიას მარცვლის ნატურალური შერეული ტოკოფეროლის (E306), ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის, ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის აცეტატის და ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის სუქცინატისა;
გ) სოიას მარცვლის მცენარეული ცხიმისგან მიღებული ფიტოსტერინებისა და ფიტოსტერინების ეთერებისა;
დ) სოიოს მარცვლის მცენარეული ცხიმის სტეროლებისგან წარმოებული სტანოლების მცენარეული ეთერებისა.
7. რძე და რძის ნაწარმი, გარდა:
ა) შრატისა, რომელიც გამოიყენება სპირტის დისტილატის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამზადებისათვის;
ბ) ლაქტიტოლისა.
8. კაკლოვანები, კერძოდ: ნუში (Amygdalus communis L.), თხილი (Corylus avellana L.), ჩვეულებრივი კაკალი (Juglans regia L.), აკაჟუ (კაჟუ, ინდური თხილი - Anacardium occidentale L.), პეკანი ჩვეულებრივი (Carya illinoinensis (Wangenh.) K. Koch), ბრაზილიური კაკალი (Bertholletia excelsa Humb ), ფსტა (Pistacia vera L.), მაკადამია ან კინდალი (ავსტრალიური კაკალი) (Macadamia ternifolia), მათგან მიღებული პროდუქტები, გარდა კაკლოვანებისა, რომლებიც გამოიყენება სპირტის დისტილატის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამზადებისათვის.
9. ნიახური და ნიახურის პროდუქტები.
10. მდოგვი და მდოგვის პროდუქტები.
11. შირბახტის თესლი (ქუნჟუტი - Sesamum indicum L .) და შირბახტის თესლის პროდუქტები.
12. გოგირდის დიოქსიდი და სულფიტები, კონცენტრაციით, რომელიც SO2 -ის საერთო რაოდენობაში აღემატება 10 მგ/კგ ან 10 მგ/ლ-ს და რომლის შემცველობა გამოიანგარიშება გამოყენებისათვის მზა სურსათში ან ბიზნესოპერატორის ინსტრუქციის შესაბამისად აღდგენილ სურსათში.
13. ხანჭკოლა (Lupinus) და ხანჭკოლას პროდუქტები.
14. მოლუსკები და მოლუსკების პროდუქტები.
15. ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტები და მათი პროდუქტები იმ შემთხვევაში, თუ პროცესი, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ, შესაბამისი ორგანოს შეფასების თანახმად, სავარაუდოდ არ გამოიწვევს ალერგიულობის დონის მატებას, იმ პროდუქტებში, საიდანაც მოხდა მათი წარმოება.
დანართი №2
სურსათი, რომლის ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ერთი ან რამდენიმე დამატებითი მონაცემი
სურსათის სახეობა ან კატეგორია
მონაცემი
1. სურსათი, შეფუთული განსაზღვრული აირების გამოყენებით
1.1. სურსათი, რომლის ვარგისიანობის მინიმალური ვადა გაზრდილია შეფუთვისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აირების გამოყენებით
„ შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით“
2. სურსათი, რომელიც შეიცავს დამატკბობელ ნივთიერებებს
2.1. სურსათი, რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დამატკბობელ ნივთიერებას ან ნივთიერებებს
სურსათის დასახელებას თან უნდა ახლდეს წარწერა „შეიცავს დამატკბობელ ნივთიერებას“ ან შეიცავს „დამატკბობელ ნივთიერებებს“
2.2. სურსათი, რომელიც შეიცავს როგორც შაქარ(ებ)ს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დამატკბობელ ნივთიერებას ან ნივთიერებებს
სურსათის დასახელებას თან უნდა ახლდეს წარწერა „შეიცავს შაქარ(ებ)ს და დამატკბობელ ნივთიერებას(ებს)“
2.3. სურსათი, რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ასპარტამს/ასპარტამ-აცესულფამის მარილს
„შეიცავს ასპარტამს (ფენილალანინის წყაროს)“ - ასეთი წარწერა მოცემული უნდა იქნეს ეტიკეტზე იმ შემთხვევაში, როდესაც ასპარტამი/ასპარტამ-აცესულფამის მარილი მითითებულია ინგრედიენტების ჩამონათვალში მხოლოდ „E” ლიტერით.
„შეიცავს ფენილალანინის წყაროს“ ასეთი წარწერა მოცემული უნდა იქნეს ეტიკეტზე იმ შემთხვევაში, როდესაც ასპარტამი/ასპარტამ-აცესულფამის მარილი მითითებულია ინგრედიენტების ჩამონათვალში სპეციალური დასახელებით
2.4. სურსათი, რომელიც 10 %-ზე მეტი რაოდენობით შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პოლიოლებს
„ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეული ეფექტი“
3. სურსათი, რომელიც შეიცავს გლიცირიზინის მჟავას ან გლიცირიზინის მჟავის ამონიუმის მარილებს
3.1. საკონდიტრო ნაწარმი ან სასმელები, რომელიც შეიცავს გლიცირიზინის მჟავას ან მის ამონიუმის მარილებს, მათი უშუალოდ დამატებით ან მცენარე ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) დამატებით კონცენტრაციით 100 მგ/კგ ან 10 მგ/ლ და მეტი
„შეიცავს ძირტკბილას“ - ასეთი წარწერა უნდა დაემატოს უშუალოდ ინგრდიენტების ჩამოთვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ტერმინი „ძირტკბილა“ უკვე არ არის გამოყენებული ინგრედიენტების ჩამონათვალში ან სურსათის დასახელებაში.
ასეთი წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სურსათის დასახელებასთან ერთად, თუ ეტიკეტზე არ არის ინგრედიენტების ჩამონათვალი
3.2. საკონდიტრო ნაწარმი ან სასმელი, რომელიც შეიცავს გლიცირიზინის მჟავას ან მის ამონიუმის მარილებს, მათი უშუალო, ან მცენარე ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) დამატებით კონცენტრაციით 4 გ/კგ და მეტი
„შეიცავს ძირტკბილას - ჰიპერტენზიის მქონე პირები მოერიდონ ჭარბ მიღებას“ - ასეთი წარწერა უნდა დაემატოს უშუალოდ ინგრედიენტების ჩამოთვლის შემდეგ.
ასეთი წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სურსათის დასახელებასთან ერთად, თუ ეტიკეტზე არ არის ინგრედიენტების ჩამონათვალი
3.3 სასმელი, რომელიც შეიცავს გლიცირიზინის მჟავას ან მის ამონიუმის მარილებს, მათი უშუალო, ან მცენარე ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) დამატებით კონცენტრაციით 50 მგ/კგ და მეტი ან 300 მგ/ლ და მეტი, სასმელებისათვის, რომელთა მოცულობითი სპირტშემცველობა 1,2%-ს აღემატება (1)
„შეიცავს ძირტკბილას - ჰიპერტენზიის მქონე პირები მოერიდონ ჭარბ მიღებას“ - ასეთი წარწერა უნდა დაემატოს უშუალოდ ინგრედიენტების ჩამოთვლის შემდეგ.
ასეთი წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სურსათის დასახელებასთან ერთად, თუ ეტიკეტზე არ არის ინგრედიენტების ჩამონათვალი
4. სასმელი, კოფეინის მაღალი შემცველობით ან სურსათი, რომელსაც დამატებული აქვს კოფეინი
4.1. სასმელი, გარდა ყავის, ჩაის, ან ჩაის ან ყავის ექსტრაქტის საფუძველზე წარმოებული სასმელისა, რომლის დასახელებაში გამოიყენება სიტყვები „ყავა“ ან „ჩაი“, რომლებიც:
- განკუთვნილია გამოსაყენებლად ცვლილების გარეშე და შეიცავს კოფეინს ნებისმიერი წყაროდან 150 მგ/ლ -ზე მაღალი კონცენტრაციით, ან
- კონცენტრირებულია ან მშრალი სახითაა და აღდგენის შემდეგ შეიცავს კოფეინს ნებისმიერი წყაროდან 150 მგ/ლ -ზე მაღალი კონცენტრაციით
„ კოფეინის მაღალი შემცველობით - არ არის რეკომენდებული ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის“ - წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სასმელის დასახელების ხედვის არეალში, შემდეგ ფრჩხილებში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მითითებული უნდა იქნეს კოფეინის შემცველობა გამოსახული მგ-ში, 100 მლ-ზე
4.2. სურსათი, გარდა სასმელებისა, რომელშიც კოფეინი დამატებული ფიზიოლოგიური მიზნებისათვის
„ კოფეინის მაღალი შემცველობით - არ არის რეკომენდებული ბავშვების და ორსულებისათვის“ - წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სასმელის დასახელების ხედვის არეალში, შემდეგ ფრჩხილებში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მითითებული უნდა იქნეს კოფეინის შემცველობა გამოსახული მგ-ში, 100 მლ-ზე. სასურსათო დანამატებისათვის კოფეინის შემცველობა ეტიკეტზე გამოსახული უნდა იქნეს სადღეღამისო რეკომენდებულ პორციაზე გადაანგარიშებით
5. სურსათი, რომელსაც დამატებული აქვს ფიტოსტეროლი, ფიტოსტეროლების ეთერები, ფიტოსტანოლები ან ფიტოსტანოლების ეთერები
5.1. სურსათი, ან სურსათის ინგრედიენტები, რომელსაც დამატებული აქვს ფიტოსტეროლი, ფიტოსტეროლების ეთერები, ფიტოსტანოლები ან ფიტოსტანოლების ეთერები
1. „დამატებული აქვს მცენარეული სტეროლები“ ან „დამატებული აქვს მცენარეული სტენოლები“ - წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სურსათის დასახელების ხედვის არეალში;
2. დამატებული ფიტოსტეროლის, ფიტოსტეროლების ეთერების, ფიტოსტანოლების ან ფიტოსტანოლების ეთერების რაოდენობა (გამოსახული100 გ ან 100 მლ სურსათში თავისუფალი მცენარეული სტეროლების/მცენარეული სტენოლებისა %-ით ან გრამებით) მითითებული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში;
3. მითითება, რომ სურსათი არ არის განკუთვნილი პირთათვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ სისხლში ქოლესტერინის კონტროლი;
4.მითითება, რომ პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ სისხლში ქოლესტერინის დამწევ წამლებს, ასეთი სურსათი უნდა მოიხმარონ ექიმის მეთვალყურეობით;
5.ადვილად შესამჩნევი მითითება, რომ სურსათი შესაძლებელია არ იყოს სასარგებლო ორსული ან მეძუძური ქალებისა და 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის;
6.რჩევა, რომ ამგვარი სურსათი გამოყენებული უნდა იქნეს სხვადასხვა ბალანსირებულ და მრავალფეროვან დიეტაში, ხილისა და ბოსტნეულის რეგულარული გამოყენებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში კაროტინოიდების დონის შენარჩუნებას;
7. ამ დანართის მე-3 პუნქტის ხედვის არეალში მითითებული უნდა იქნეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული დღე-ღამეში 3 გ-ზე მეტი დამატებული მცენარეული სტეროლების/მცენარეული სტენოლების მოხმარება;
8.განსაზღვრული უნდა იქნეს შესაბამისი სურსათის ან სურსათის ინგრედიენტის პორციის რაოდენობა (სასურველია გ-ში ან მლ-ში), თითოეულ პორციაში მცენარეული სტეროლების/ მცენარეული სტენოლების რაოდენობის მითითებით.
6. გაყინული ხორცი, ხორცის ნახევარფაბრიკატები(დამზადებული ხორცი) და გაყინული, გადაუმუშავებელი თევზჭერის პროდუქტები
6.1. გაყინული ხორცი, ხორცის ნახევარფაბრიკატები (დამზადებული ხორცი) და გაყინული, გადაუმუშავებელი თევზჭერის პროდუქტები
გაყინვის თარიღი ან პირველადი გაყინვის თარიღი, როდესაც პროდუქტი ერთზე მეტად დაექვემდებარა გაყინვას დანართი №9-ის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად.
(1) ეს მნიშვნელობა გამოიყენება მოხმარებისათვის მზა სურსათისათვის ან სურსათისათვის, რომელიც დაექვემდებარა აღდგენას ბიზნესოპერატორის მიერ მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად.
დანართი №3
x - სიმაღლის განსაზღვრა
x- სიმაღლე
წარწერა
1
სიმბოლოს სტრიქონზედა ხაზი
2
მთავრული ასოს ზედა ხაზი
3
ნუსხური („პატარა“) ასოს ზედა ხაზი
4
ფუძის ხაზი
5
სიმბოლოს სტრიქონქვედა ხაზი
6
ნუსხური („პატარა“) ასოს სიმაღლე
7
შრიფტის ზომა
დანართი №4
სურსათი, რომელთათვისაც არ არის სავალდებულო კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა არ არის სავალდებულო შემდეგი დასახელების სურსათისათვის:
1. გადაუმუშავებელი სურსათი, რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთ ინგრედიენტს, ან ერთი კატეგორიის ინგრედიენტებს;
2. გადამუშავებული სურსათი, რომელიც დაექვემდებარა მხოლოდ მომწიფებას და შეიცავს მხოლოდ ერთ ინგრედიენტს, ან ერთი კატეგორიის ინგრედიენტებს;
3. წყალი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ გამოყენებისათვის, მათ შორის წყლის ის სახეობები, რომელსაც დამატებული აქვს მხოლოდ ნახშირორჟანგი და/ან არომატიზატორები;
4. ბალახოვანი მცენარეები (მწვანილი), სუნელ/სანელებლები ან მათი ნარევები;
5. მარილი და მარილის შემცვლელები;
6. სამაგიდე (სასუფრე) დამატკბობლები;
7. ყავისა და ვარდკაჭაჭას ექსტრაქტი, ყავის მარცვლები ან დაფქვილი ყავა, ყავის მარცვლები ან დაფქვილი ყავა კოფეინის გარეშე;
8. ბალახოვანი მცენარეები (მწვანილი), და ხილის ნაყენები, ჩაი, ჩაი კოფეინის გარეშე, ხსნადი ჩაი ან ჩაის ექსტრაქტი, ხსნადი ჩაი ან ჩაის ექსტრაქტი კოფეინის გარეშე, რომლებიც არ შეიცავენ სხვა ინგრედიენტებს, გარდა არომატიზატორებისა, რომლებიც არ ცვლიან ჩაის კვებით ღირებულებას;
9. ფერმენტირებული ძმარი ან ძმრის შემცვლელი, რომელსაც ინგრედიენტის სახით დამატებული აქვს მხოლოდ არომატიზატორი;
10. არომატიზატორები;
11. საკვებდანამატები;
12. დამხმარე ტექნოლოგიური დანამატები;
13. საკვები ფერმენტები;
14. ჟელატინი;
15. ლაბის(ჟელეს) წარმომქმნელი კომპონენტები;
16. საფუვრები;
17. საღეჭი რეზინი;
18. შეფუთული ან ტარაში (კონტეინერი) მოთავსებული სურსათი, რომლის ზედაპირის მაქსიმალური ფართობი ნაკლებია 25 სმ2 ;
19. სურსათი, უშუალოდ ხელით მომზადებული სურსათის ჩათვლით, რომელიც მცირე რაოდენობით მიეწოდება მწარმოებლიდან უშუალოდ მომხმარებელს. სურსათი, რომელიც მიეწოდება ადგილობრივ საცალო ვაჭრობის პუნქტს და უშუალოდ მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს.
დანართი №5
სურსათის დასახელება და სპეციალური თანმხლები მონაცემები
ნაწილი „ა“ - სავალდებულო მონაცემები, რომელიც მითითებული უნდა იქნეს უშუალოდ სურსათის დასახელების გვერდით
სურსათის დასახელება უნდა მოიცავდეს მონაცემებს სურსათის ფიზიკური მდგომარეობის ან სპეციალური დამუშავების შესახებ, რომელსაც იგი დაექვემდებარა (მაგალითად, დაფქვა, ხელმეორედ გაყინვა, მშრალად გაყინვა, სწრაფად გაყინვა, კონცენტრირება, შებოლვა). ეს მონაცემები განთავსებული უნდა იქნეს სურსათის დასახელების გვერდით ყველა შემთხვევაში, როდესაც ამ მონაცემის მითითების გარეშე შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში იქნეს შეყვანილი.
სურსათისათვის, რომელიც გაყინულ იქნა რეალიზაციამდე და რეალიზაცია ხდება გამლღვალ მდგომარეობაში, სურსათის დასახელების გვერდით მითითებული უნდა იქნეს „გამლღვალი“ („გალღობილი“). ეს მოთხოვნა არ ვრცელდება:
ა) საბოლოო პროდუქტში არსებულ ინგრედიენტებზე;
ბ) სურსათზე, რომლისთვისაც, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, გაყინვა წარმოადგენს წარმოების პროცესის აუცილებელ ეტაპს;
გ) სურსათზე, რომლის გალღობა უარყოფითად არ მოქმედებს მის უვნებლობასა და ხარისხზე.
ამ დანართის ნაწილი „ა“-ს მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებზეც.
სურსათზე, რომელიც დაექვემდებარა მაიონიზებელი სხივებით დამუშავებას, მითითებული უნდა იყოს აღნიშვნა: „დასხივებული“ ან „დამუშავებულია მაიონიზებელი გამოსხივებით, ან დასაშვებია დასხივების საერთაშორისო სიმბოლოს გამოყენება.
თუ სურსათის შემადგენელი კომპონენტი ან ინგრედიენტი, რომელიც მომხმარებლის მოლოდინის შესაბამისად, გამოიყენება ან ბუნებრივად არის სურსათის შემადგენლობაში, შეცვლილია სხვა კომპონენტით ან ინგრედიენტით, ეტიკეტზე, ინგრედიენტების ჩამონათვალთან ერთად, თვალსაჩინოდ უნდა იქნეს მითითებული ეს კომპონენტი ან ინგრედიენტი, რომელიც გამოყენებულ იქნა სრული ან ნაწილობრივად ჩანაცვლების მიზნით, უშუალოდ სურსათის დასახელებასთან ახლოს და ისეთი ზომის შრიფტის გამოყენებით, რომლის x-სიმაღლე, სურსათის დასახელების x-სიმაღლის არანაკლებ 75 %-ს შეადგენს და რომლის ზომა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უმცირეს ზომაზე ნაკლები არ არის.
ხორცის პროდუქტები, ხორცის ნახევარფაბრიკატები (დამზადებული ხორცი) და თევზჭერის პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში დამატებულია ცხოველური წარმოშობის სხვა ცილა, ჰიდროლიზირებული ცილის ჩათვლით, სურსათის დასახელებაში მითითებული უნდა იქნეს ამ ცილებისა და მათი წარმოშობის შესახებ.
ხორცის პროდუქტების, ხორცის ნახევარფაბრიკატების (დამზადებული ხორცი), რომელიც წარმოდგენილია ნაჭრების, საკლავის დაჩეხილი ნაწილების, ნაკუწების, ხორცის ან ტანხორცის ნაწილებით, დასახელებაში მითითებული უნდა იქნეს დამატებული წყლის რაოდენობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ დამატებული წყალის რაოდენობა მზა პროდუქტის წონის 5%-ს აღემატება. ეს მოთხოვნა ვრცელდება თევზჭერის პროდუქტების და თევზჭერის მზა პროდუქტების მიმართაც, თუ ისინი წარმოდგენილია ნაჭრების, ნაკუწების, ნაწილების, პორციის, ფილეს ან მთლიანი თევზჭერის პროდუქტების სახით.
ხორცის პროდუქტები, ხორცის ნახევარფაბრიკატები (დამზადებული ხორცი) და თევზჭერის პროდუქტები, რომელიც შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს თევზის ან ხორცის მთლიან ნაჭრად, მაგრამ წარმოადგენს მცირე ზომის ნაჭრებს, რომლებიც შეკავშირებულია სხვა ინგრედიენტებით, მათ შორის საკვებდანამატებით და საკვები ფერმენტებით ან სხვა საშუალებებით, ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იქნეს როგორც: „ფორმირებული ხორცი“ და „ფორმირებული თევზი“.
ნაწილი „ბ“ განსაკუთრებული მოთხოვნები „გატარებული ხორცის“ აღნიშვნის მიმართ
სადღეღამისო გამოყენების საფუძველზე შემოწმებული შემადგენლობის კრიტერიუმები
სურსათის დასახელება
ცხიმის შემცველობა
კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა (1)
მჭლე, უცხიმო გატარებული ხორცი
≤ 7 %
≤ 12 %
საქონლის ხორცი, გატარებული
≤ 20 %
≤ 15 %
გატარებული ხორცი, რომელსაც შერეული აქვს ღორის ხორცი
≤ 30 %
≤ 18 %
სხვადასხვა სახეობის გატარებული ხორცი
≤ 25 %
≤ 15 %
კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა გამოსახულია ხორცის ცილაში კოლაგენის პროცენტული შემცველობის მიხედვით.
კოლაგენის შემცველობა = ჰიდროქსიპროლინის რაოდენობა x 8
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს:
ა) „ცხიმის შემცველობა არაუმეტეს .........“;
ბ) „კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა არაუმეტეს........“.
ნაწილი „გ“ - განსაკუთრებული მოთხოვნები ძეხვის გარსის აღნიშვნისათვის
თუ ძეხვეულის (ძეხვი, სოსისი, სარდელი) გარსი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვებად, ამის შესახებ უნდა იქნეს მითითებული.
დანართი №6
ინგრედიენტების აღნიშვნა და მითითება
ნაწილი „ა“ - განსაკუთრებული მოთხოვნები ინგრედიენტების მითითებისათვის წონის კლებადობის შესაბამისად
ინგრედიენტის კატეგორია
წონის შესაბამისად აღნიშვნა
დამატებული წყალი და არამდგრადი (აქროლადი) პროდუქტები
ჩამოთვლა ხდება საბოლოო პროდუქტში მათი წონის მიხედვით. წყლის რაოდენობა, რომელიც სურსათს ემატება ინგრედიენტის სახით, გამოითვლება საბოლოო პროდუქტის წონიდან სხვა გამოყენებული ინგრედიენტების ჯამის გამოკლებით. თუ ეს რაოდენობა საბოლოო პროდუქტის წონის 5%-ზე ნაკლებია, მისი აღნიშვნა არ არის სავალდებულო. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება ხორცის, ხორცის ნახევარფაბრიკატებზე (დამზადებული ხორცი), გადაუმუშავებელ თევზჭერის პროდუქტებსა და გადაუმუშავებელ ორსაგდულიან მოლუსკებზე.
ინგრედიენტები, რომლებიც გამოიყენება კონცენტრირებული ან გაუწყლოებული (დეჰიდრირებული) სახით და მათი აღდგენა ხდება წარმოების პროცესში
შესაძლებელია გამოსახულ იქნეს გაუწყლოებამდე ან კონცენტრირებამდე მათი წონის შესაბამისად
3. ინგრედიენტები, რომლებიც გამოიყენება კონცენტრირებულ ან გაუწყლოებულ (დეჰიდრირებული) სურსათში რომელთა აღდგენა უნდა მოხდეს წყლის დამატებით
შესაძლებელია ჩამოთვლილი იქნეს აღდგენილ პროდუქტში მათი წილის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ინგრედიენტების ჩამონათვალს თან ახლავს მინიშნება „აღდგენილი პროდუქტის ინგრედიენტები“ ან „გამოყენებისათვის მზა პროდუქტის ინგრედიენტები“
4. ხილი, ბოსტნეული ან სოკო, რომელთაგან არცერთს არა აქვს უპირატესი წონითი შემცველობა, რომლებიც გამოიყენება სურსათის ინგრედიენტად ცვალებადი პროპორციით ნარევის სახით
ინგრედიენტების ჩამონათვალში შესაძლებელია დაჯგუფდნენ დასახელებით „ხილი“, „ბოსტნეული“ ან „სოკოები“ დამატებული ფრაზით : „ცვალებადი პროპორციით“, შემდეგ ხილის, ბოსტნეულისა და სოკოების ჩამონათვალი. ამ შემთხვევაში ნარევი მოცემული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხილის, ბოსტნეულისა და სოკოების საერთო წონის მიხედვით
5. ბალახოვანი მცენარეების (მწვანილის) ან სანელებლების ნარევები, რომელთაგან არცერთს არა აქვს უპირატესი წონითი შემცველობა
შესაძლებელია ჩამოთვლილ იქნეს განსხვავებული წესით, იმ პირობით, რომ ინგრედიენტების ჩამონათვალს თან ახლავს მითითება „ ცვალებადი პროპორციით“
6. ინგრედიენტები, რომელთა შემცველობა საბოლოო პროდუქტის წონის 2%-ზე ნაკლებია
შესაძლებელია ჩამოთვლილ იქნეს განსხვავებული წესით ყველა სხვა ინგრედიენტის ჩამოთვლის შემდეგ
ანალოგიური ან ურთიერთშემცვლელი ინგრედიენტები, რომლებიც უმეტესად გამოიყენება სურსათის წარმოების ან დამზადების პროცესში მათი შემადგენლობის, ბუნების ან სარგებლიანობის შეუცვლელად მანამ, სანამ მათი შემცველობა საბოლოო პროდუქტის შემცველობის 2%-ზე ნაკლებია
შესაძლებელია მოხსენებულ იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში შემდეგი სახით: „ შეიცავს..... ან/და......“, როდესაც საბოლოო პროდუქტი ორიდან ერთი ინგრედიენტს მაინც შეიცავს. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ამ დანართის „გ“ ნაწილით განსაზღვრულ საკვებდანამტებზე ან ინგრედიენტებზე, ასევე დანართი N1-ით განსაზღვრულ ნივთიერებებსა და პროდუქტებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიები და ახასიათებთ მომეტებული მგრძნობელობა
მცენარეული წარმოშობის რაფინირებული ზეთები
ინგრედიენტების ჩამონათვალში შესაძლებელია დაჯგუფდნენ დასახელებით „მცენარეული ზეთები“, რომლის შემდეგ ჩამოთვლილი უნდა იქნეს ცალკეული ის მცენარე, საიდანაც იქნა მიღებული ეს ზეთები. შესაძლებელია დამატებული იქნას ფრაზა „ცვალებადი პროპორციით“. ამ შემთხვევაში ნარევი მოცემული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,მცენარეული ზეთების საერთო წონის მიხედვით.
„სრულად ჰიდროგენიზებული“ ან „ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული“, საჭიროების მიხედვით გამოიყენება ჰიდროგენიზებული ზეთების აღნიშნვისათვის.
მცენარეული წარმოშობის რაფინირებული ცხიმები
ინგრედიენტების ჩამონათვალში შესაძლებელია დაჯგუფდნენ დასახელებით „მცენარეული ცხიმები“, რომლის შემდეგ ჩამოთვლილი უნდა იქნეს ცალკეული ის მცენარე, საიდანაც იქნა მიღებული ეს ცხიმები. შესაძლებელია დამატებული იქნას ფრაზა „ცვალებადი პროპორციით“. ამ შემთხვევაში ნარევი მოცემული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,მცენარეული ცხიმების საერთო წონის მიხედვით.
„სრულად ჰიდროგენიზებული“ ან „ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული“, საჭიროების მიხედვით გამოიყენება ჰიდროგენიზებული ცხიმებისათვის.
ნაწილი „ბ“ - ზოგიერთი ინგრედიენტის აღნიშვნა და მითითება კატეგორიისა და არა მათი სპეციალური დასახელების მიხედვით
ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ინგრედიენტი, რომელიც მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ სურსათის კატეგორიას და წარმოადგენს სხვა სურსათის შემადგენელ ინგრედიენტს, შესაძლებელია აღნიშნული იქნეს ამ კატეგორიის დასახელებით და არა კონკრეტული დასახელებით.
სურსათის კატეგორია
აღნიშვნა
1. ცხოველური წარმოშობის რაფინირებული ზეთები (ქონი)
„ზეთი“(ქონი) - ზეთსართავი სახელით „ცხოველური“ ან ცხოველის კონკრეტული სახეობის მითითებით.
ჰიდროგენიზებული ზეთების (ქონის) აღნიშვნა უნდა იყოს საჭიროების შესაბამისად, „სრულად ჰიდროგენიზებული“ ან „ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული“.
2. ცხოველური წარმოშობის რაფინირებული ცხიმები
„ზეთი“(ქონი) - ზეთსართავი სახელით „ცხოველური“ ან ცხოველის კონკრეტული სახეობის მითითებით.
ჰიდროგენიზებული ზეთების (ქონი,ცხიმი) აღნიშვნა უნდა იყოს საჭიროების შესაბამისად, „სრულად ჰიდროგენიზებული“ ან „ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული“.
3. ორი ან მეტი სახეობის მარცვლოვნებისგან მიღებული ფქვილის ნარევი
„ფქვილი“ და იმ მარცვლოვანი მცენარეების სახეობები, საიდანაც იქნა ფქვილი მიღებული, წონის კლების მიხედვით
4. სახამებელი და ფიზიკური საშუალებით ან ფერმენტების გამოყენებით მოდიფიცირებული სახამებელი
„სახამებელი“
5. თევზის ყველა სახეობა, თუ თევზი წარმოადგენს სხვა სურსათის შემადგენელ ინგრედიენტს, იმ პირობით, რომ ასეთი სურსათის დასახელება და წარდგენა არ არის დაკავშირებული თევზის ცალკეულ სახეობასთან
„თევზი“
6. ყველის ყველა სახეობა, თუ ყველი ან მათი ნარევი წარმოადგენს სხვა სურსათის შემადგენელ ინგრედიენტს, იმ პირობით, რომ ასეთი სურსათის დასახელება და წარდგენა არ არის დაკავშირებული ყველის ცალკეულ სახეობასთან
„ყველი“
7. ყველა სახეობის სანელებელი, რომელთა წონა არ აღემატება სურსათის წონის 2%-ს
„სანელებელი (სანელებლები)“ ან „სანელებლების ნარევი“
8. ბალახოვანი მცენარეები (მწვანილი), ან მათი ნაწილები, რომელთა წონა არ აღემატება სურსათის წონის 2%-ს
„ბალახოვანი მცენარეები“ (მწვანილი), ან „ბალახოვანი მცენარეების (მწვანილი) ნარევი“
9. საღეჭი პროდუქტის საფუძველის (ფუძის) ყველა ტიპი, რომელიც გამოიყენება საჭეღი რეზინის დამზადებისათვის
„რეზინის საფუძველი (ფუძე)“
10. მარცვლოვნებისგან დამზადებული ყველა სახის გამომცხვარი პროდუქტი დაფხვილი (დანამცეცებული)
„საფანელი“ ან „ორცხობილა“ - საჭიროების შესაბამისად
11. ყველა სახის საქაროზა
„შაქარი“
12. გაუწყლოებული დექსტროზა ან გასუფთავებული გლუკოზა (დექსტროზის მონოჰიდრატი)
„დექსტროზა“
13. გლუკოზის სიროფი და გლუკოზის გაუწყლოებული სიროფი
„გლუკოზის სიროფი“
14. რძის ცილის ყველა სახეობა (კაზეინი, კაზეინატები და რძის შრატის ცილა) და მათი ნარევები
„რძის ცილები“
15. კაკაოს ცხიმი დაწნეხილი, გამოწურული ან რაფინირებული
„კაკაოს ცხიმი“
16. - ღვინო;
-ახალგაზრდა ღვინო ფერმენტაციის პროცესში - მაჭარი;
- ლიქიორული ღვინო;
- შუშხუნა ღვინო - ცქრიალია ღვინო;
- ხარისხიანი შუშხუნა ღვინო-ხარისხიანი ცქრიალა ღვინო;
- ხარისხიანი შუშხუნა ღვინო არომატიზებული -ხარისხიანი ცქრიალა ღვინო არომატიზებული;
- შუშხუნა ღვინო(ცქრიალა ღვინო) გაზირებული;
- ნახევრად შუშხუნა(ნახევრად ცქრიალა) ღვინო;
- ნახევრად შუშხუნა (ნახევრად ცქრიალა) ღვინო გაზირებული;
- ყურძნის ტკბილი;
- ყურძნის ტკბილი ნაწილობრივ ფერმენტირებული;
- ყურძნის ტკბილი ფერმენტირებული, მიღებული ნაწილობრივ გამომშრალი ყურძნის მარცვლისგან;
- ყურძნის ტკბილი კონცენტრირებული;
- კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი რექტიფიცირებული;
- ღვინო, ნაწილობრივ გამომშრალი ყურძნის მარცვლისგან;
- ღვინო, გადამწიფებული ყურძნის მარცვლისგან;
-ღვინის ძმარი;
„ღვინო“
17. ადამიანის გამოყენებისათვის განკუთვნილი ძუძუმწოვარი ცხოველის და ფრინველის ჩონჩხის კუნთები (2), ბუნებრივად ჩართული ან თანმხლები ქსოვილებით, თუ ცხიმისა და შემაერთებელი ქსოვილების საერთო შემცველობა არ აღემატება ქვემოთ მითითებულ მაჩვენებლებს და ხორცი წარმოადგენს სხვა სურსათის ინგრედიენტს.
ცხიმის და შემაერთებელი ქსოვლის მაქსიმალური შემცველობა ინგრედიენტებისათვის, რომელიც აღნიშნულია ტერმინით „ხორცი“
„ხორცი“ ცხოველის (ცხოველების) სახეობის (სახეობების) დასახელების (დასახელებების) მითითებით
სახეობა
ცხიმის შემცველობა
კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა(1),-ძუძუმწოვრები (გარდა ბიცვერისა და ღორისა) და ნარევი სახეობებისა, რომელშიც უპირატესი შემცველობა აქვს ძუძუმწოვრებს,- ღორი
- ფრინველი და ბოცვერი
25 %
30 %
15 %
25 %
25 %
(1 ) კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა გამოისახება ხორცის ცილაში კოლაგენის პროცენტული შემცველობის მიხედვით. კოლაგენის შემცველობა = ჰიდროქსიპროლინის რაოდენობა x 8
(2) დიაფრაგმა და საღეჭი კუნთები მიეკუთვნება ჩონჩხის კუნთებს. გული, ენა, თავის კუნთები (გარდა საღეჭი კუნთებისა), წინა და უკანა ტერფის, ასევე კუდის კუნთები არ მიეკუთვნება ჩონჩხის კუნთებს
იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური ზღვარი გადაჭარბებულია და „ხორცის“, როგორც ინგრედიენტის სხვა კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, „ხორცის“ შემცველობა უნდა გასწორდეს კლებადობის მიხედვით, და შესაბამისად, ინგრედიენტების ჩამონათვალში ტერმინი „ხორცთან“ ერთად მითითებული უნდა იქნეს ცხიმისა და/ან შემაერთებელი ქსოვილის არსებობა.
ეს მოთხოვნა არ ვრცელდება „მექანიკურად განცალკევებულ ხორცზე“
18.“მექანიკურად განცალკევებული ხორცი“ -ს განმარტებით განსაზღვრული ყველა ხორცის ყველა სახეობა
„მექანიკურად განცალკევებული ხორცი“ ცხოველის სახეობ(ებ)ის მითითებით
ნაწილი „გ“ - ზოგიერთი ინგრედიენტის აღნიშვნა და მითითება კატეგორიის დასახელებისა და მათი სპეციალური დასახელებასთან ან E ნომერთან ერთად
ტექნიკური რეგლამენტი მე-20 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, საკვებდანამატები და საკვები ფერმენტები, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკვებდანამატებისა და საკვები ფერმენტებისა, ამ ნაწილით განსაზღვრული საკვებდანამატები და საკვები ფერმენტები შესაძლებელია აღნიშნულ იქნეს კატეგორიის, შემდეგ სპეციალური დასახელების, და თუ შესაძლებელია E ნომრის გამოყენებით. თუ ინგრედიენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ კატეგორიას, მითითებული უნდა იქნეს ის კატეგორია, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს სურსათში ინგრედიენტის ძირითად ფუნქციას, კერძოდ:
ა) მჟავა;
ბ) მჟავიანობის რეგულატორი;
გ) შეწებების (შეკოშტვის) საწინააღმდეგო აგენტი;
დ) აქაფების საწინააღმდეგო აგენტი;
ე) ანტიოქსიდანტი;
ვ) მოცულობის ზრდის აგენტი;
ზ) საღებავი;
თ) ემულგატორი;
ი) მაემულგირებელი მარილი (1);
კ) გამამკვრივებელი აგენტი;
ლ) გემოს და არომატის გამაძლიერებელი;
მ) ფქვილის დასამუშავებელი აგენტი;
ნ) ქაფის წარმომქმნელი აგენტი;
ო) ჟელეს(ლაბის) წარმომქმნელი აგენტი;
პ) გამაპრიალებელი აგენტი(მათ შორის ლუბრიკანტი);
ჟ) დამატენიანებელი (ტენის შემაკავებელი);
რ) მოდიფიცირებული სახამებელი (2);
ს) კონსერვანტი;
ტ) პროპელენტი;
უ) შესაფუთი აირი, გარდა ჰაერისა;
ფ) გამაფხვიერებელი(გამაფუებელი) აგენტი;
ქ) სეკვესტრანტი(კომპლექსწარმომქმნელი);
ღ) სტაბილიზატორი;
ყ) დამატკბობელი;
შ) შემასქელებელი;
ჩ) კონტრასტის გამაძლიერებელი.
(1) გამოიყენება მხოლოდ მდნარი ყველისათვის და მდნარი ყველისგან მიღებული პროდუქტებისათვის.
(2) არ არის სავალდებულო სპეციალური დასახელების ან E ნომრის აღნიშვნა.
ნაწილი „დ“ - ინგრედიენტების ჩამონათვალში არომატიზატორების აღნიშვნა და მითითება
არომატიზატორების აღნიშვნა ხდება სპეციალური ტერმინის გამოყენებით
„არომატიზატორი“ ან სპეციალური დასახელებით ან არომატიზატორის აღწერით, თუ ეს კომპონენტი წარმოადგენს ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არომატიზატორებს.
არომატიზატორებთან დაკავშირებით ტერმინი „ნატურალური“ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:
ა) „ნატურალური არომატიზატორი“ - თუ კომპონენტი წარმოდგენილია მხოლოდ არომატული პრეპარატებით ან/და ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებებით;
ბ) „ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერება“ - არომატიზატორისათვის, რომელშიც არომატიზატორის კომპონენტი წარმოდგენილია მხოლოდ ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებებით;
გ) „ნატურალური (ბუნებრივი)“- სურსათზე, სურსათის კატეგორიაზე ან მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის არომატულ საწყის მასალაზე, თუ არომატული კომპონენტი მიღებულ იქნა მხოლოდ, ან სულ მცირე 95% წონითი თანაფარდობით საწყისი მასალისაგან. აღწერა უნდა იყოს შემდეგი სახით: „ნატურალური სურსათი“ ან „სურსათის კატეგორია“ ან „საწყისი არომატული მასალა“;
დ) „ნატურალური სურსათი ან სურსათის კატეგორია ან საწყისი მასალა სხვა არომატული დანამატებით“ - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არომატული კომპონენტი ნაწილობრივ მიღებულია აღნიშნული საწყისი მასალისაგან და რომლის გემო (სუნი) ადვილად ამოცნობადია (აღსაქმელია);
ე) „ნატურალური არომატიზატორი“ - თუ არომატული კომპონენტი მიღებულია სხვა საწყისი მასალისაგან და მათზე მინიშნება არ მოახდენს გავლენას სურსათის სუნისა და გემოს აღქმაზე (ამოცნობაზე).
3. ქინინი და კოფეინი, რომლებიც გამოიყენება როგორც არომატიზატორი სურსათის წარმოებაში ან დამზადების დროს, მითითებული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში შესაბამისი დასახელებით ტერმინი „არომატიზატორ(ებ)ის“ გვერდით.
ნაწილი „ე“ - შედგენილი ინგრედიენტის აღნიშვნა
შედგენილი ინგრედიენტი შესაძლებელია ინგრედიენტების ჩამონათვალში აღნიშნულ იქნეს თავისი დასახელებით, საერთო წონით და შემდეგ უშუალოდ მითითებულ იქნეს შედგენილი ინგრედიენტის შემადგენელი ინგრედიენტები.
ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, შედეგნილ ინგრედიენტში ინგრედიენტების აღნიშვნა არ არის სავალდებულო:
ა) თუ ასეთი ინგრედიენტის შემცველობა სურსათში მისი საერთო წონის 2%-ზე ნაკლებია, გარდა ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკვებდანამატებისა;
ბ) შედგენილი ინგრედიენტებისათვის, რომელიც წარმოადგენს სანელებლების და/ან ბალახოვანი მცენარეების (მწვანილის) ნარევს და რომელთა შემცველობა სურსათში მისი საერთო წონის 2%-ზე ნაკლებია, გარდა ტექნიკური რეგლამენტის მე-19 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკვებდანამატებისა.
დანართი №7
ინგრედიენტების რაოდენობის აღნიშვნა
1. ინგრედიენტების რაოდენობა არ არის სავალდებულო აღნიშნულ იქნეს:
ა) შემდეგი ინგრედიენტების და ინგრედიენტების კატეგორიისათვის:
ა.ა.) მშრალი წონა, რომლის ნეტო მითითებულია დანართი №8-ის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
ა.ბ) რომელთა რაოდენობის აღნიშვნა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
ა.გ) რომელიც გამოიყენება მცირე რაოდენობით არომატიზაციისათვის;
ა.დ) რომლებიც, თუ ისინი მითითებულია სურსათის დასახელებაში, გავლენას ვერ მოახდენენ მომხმარებლის არჩევანზე, რამდენადაც მათი რაოდენობრივი ცვლილება არ არის მნიშვნელოვანი ამ სურსათის დახასიათებისათვის ან ვერ გამოარჩევს ამ სურსათს სხვა მსგავსი სურსათისაგან;
ბ) დანართი N6-ის ნაწილი „ა“-ს განსაკუთრებული მოთხოვნები ინგრედიენტების მითითებისათვის წონის კლებადობის“ შესაბამისად მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) ნებისმიერ ინგრედიენტზე ან ინგრედიენტის კატეგორიაზე, რომელიც განსაზღვრულია როგორც „შეიცავს დამატკბობელს“ ან „შეიცავს შაქარს და დამატკბობელს“ , თუ ეს ფრაზა განთავსებულია სურსათის დასახელების გვერდით დანართი №2-ის შესაბამისად;
ბ) ნებისმიერ დამატებულ ვიტამინზე და მინერალზე, თუ მათთან დაკავშირებით აუცილებელია კვებითი ღირებულების აღნიშვნა.
3. ინგრედიენტი ან ინგრედიენტის კატეგორია:
ა) აღინიშნება პროცენტულად, რომელიც შეესაბამება გამოყენებისას მის რაოდენობას;
ბ) განთავსებული უნდა იქნეს ან სურსათის დასახელების გვერდით ან ინგრედიენტების ჩამონათვალში განსაზღვრულ ინგრედიენტთან და ინგრედიენტების კატეგორიასთან.
4. ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, დაშვებულია:
ა) სურსათში, რომელმაც თერმული ან სხვაგვარი დამუშავების გამო დაკარგა სინესტე, ინგრედიენტების რაოდენობა გამოსახული უნდა იქნეს პროცენტულად და უნდა შეესაბამებოდეს მზა სურსათში გამოყენებულ ინგრედიენტების რაოდენობას, თუ აღნიშნული რაოდენობა ან ეტიკეტზე აღნიშნული ინგრედიენტების საერთო რაოდენობა არ აღემატება 100%. ამ შემთხვევაში რაოდენობა მითითებული უნდა იქნეს მზა სურსათის 100 გ-ის მომზადებისათვის გამოყენებული ინგრედიენტების წონის მიხედვით;
ბ) აქროლადი ინგრედიენტების რაოდენობა მითითებულ იქნეს მზა სურსათის შემადგენლობაში მათი წონის შესაბამისად;
გ) კონცენტრირებული ან გაუწყლოებული (დეჰიდრირებული) ინგრედიენტების რაოდენობა, რომელიც წარმოების პროცესში დაექვემდებარა აღდგენას, მითითებულ იქნეს მზა სურსათის შემადგენლობაში მათი წონის შესაბამისად, რომელიც მითითებული იქნა მათ გაუწყლოებამდე ან კონცენტრირებამდე;
დ) კონცენტრირებული ან გაუწყლოებული (დეჰიდრირებული) სურსათისათვის, რომელთა აღდგენა ხდება წყლის დამატებით, ინგრედიენტების რაოდენობა მითითებულ იქნეს აღდგენილი სურსათის შემადგენლობაში მათი წონის შესაბამისად.
დანართი №8
„ნეტო“ (სუფთა) წონის მითითება
1. „ნეტო“ (სუფთა) წონის მითითება არ არის სავალდებულო სურსათისათვის:
ა) რომელიც წონას ან მოცულობას კარგავს და მათი რეალიზაცია ხდება ცალობით ან უშუალოდ მომხმარებლის თანდასწრებით იწონება;
ბ) რომლის ნეტო (სუფთა) წონა 5 გ-ზე ან 5 მლ-ზე ნაკლებია. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სანელებლებზე და ბალახოვან მცენარეებზე (მწვანილზე);
გ) რომლებიც, როგორც წესი, იყიდება ცალობით, იმ პირობით, რომ სურსათის ერთეული რაოდენობა ადვილად შეიძლება დაითვალოს გარედან, ან თუ ეს არ არის შესაძლებელი, რაოდენობა მითითებულია ეტიკეტზე.
2. თუ დაფასოებული სურსათი შედგება ორი ან მეტი ინდივიდუალურად შეფუთული ერთეულისაგან, რომელიც შეიცავს ერთი და იმავე დასახელების სურსათის ერთნაირ რაოდენობას, „ნეტო“ (სუფთა) წონის მითითება ხდება ცალკეულ შეფუთვაში“ ნეტოს“ და შეფუთული ერთეულების საერთო რაოდენობის შესაბამისად. ამ მონაცემების მითითება არ არის სავალდებულო, თუ შეფუთული ერთეულების რაოდენობა თვალით აღქმადია და შეფუთვის დარღვევის გარეშე, ადვილად არის შესაძლებელი მათი დათვლა და ამასთან, გარედან, სულ მცირე ერთ შეფუთულ ერთეულზე მაინც წაკითხვადია „ნეტო“ (სუფთა) წონა ისე, რომ არ მოხდეს შეფუთვის დარღვევა.
3. თუ დაფასოებული სურსათი შედგება ორი ან მეტი ინდივიდუალურად შეფუთული ერთეულისაგან, რომლებიც არ განიხილება გასაყიდ ერთეულად, ნეტო (სუფთა) წონა მითითებული უნდა იქნეს ინდივიდუალურად შეფუთული ერთეულების რაოდენობის და საერთო ნეტო წონის მიხედვით.
4. თუ მყარი კონსისტენციის სურსათი მოთავსებულია თხევად არეში, მითითებული უნდა იქნეს სურსათის მშრალი წონის „ნეტო“ (სუფთა) წონა. თუ სურსათი გარედან დაფარულია მინანქრით, ნეტო (სუფთა) წონა არ მოიცავს მინანქრის წონას.
5. ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში „თხევადი არე“ არის პროდუქტი, რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნარევის სახით და იყოს გაყინული ან სწრაფად გაყინული იმ პირობით, რომ სითხე წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე საშუალებას და შესაბამისად სურსათის რეალიზაციისას არ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს. „თხევად არეს“ მიეკუთვნება წყალი, მარილის წყალხსნარი, საკვები მჟავების წყალხსნარი, ძმარი, შაქრების წყალხსნარი, სხვა დამატკბობელი ნივთიერებების წყალხსნარი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები ხილისა და ბოსტეულისთვის.
დანართი №9
ვარგისიანობის მინიმალური ვადა, „გამოიყენება .... მდე“ ვადა და გაყინვის თარიღი
1. ვარგისიანობის მინიმალური ვადა მითითებული უნდა იქნეს შემდეგი სახით:
ა) თარიღს წინ უნდა უსწრებდეს შემდეგი სიტყვები:
ა.ა.) „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს...... მდე...“, თუ თარიღი მოიცავს კონკრეტულ დღეს და ეს დღე უნდა იქნეს მითითებული;
ა.ბ) თუ კონკრეტული დღე არ არის განსაზღვრული, მითითებული უნდა იქნეს მხოლოდ „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს...... მდე...“;
ბ) ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სიტყვები უნდა მოიცავდეს ერთ-ერთს:
ბ.ა) უშუალოდ თარიღს;
ბ.ბ) ეტიკეტზე მინიშნებას, თუ სად არის განთავსებული თარიღი;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნეს შენახვის პირობები, თუ ამ პირობების დაცვა აუცილებელია იმისათვის, რომ სურსათი შენახულ იქნეს განსაზღვრული დროის განმავლობაში;
დ) თარიღი მოიცავს რიცხვს, თვეს და წელს ამავე თანმიმდევრობით და არაკოდირებული ფორმით. ამასთან, სურსათზე, რომელიც:
დ.ა) არ შეიძლება შენახულ იქნეს 3 (სამ) თვეზე მეტი ვადით, საკმარისია მითითებულ იქნეს მხოლოდ რიცხვი და თვე;
დ.ბ) ინახება 3 (სამ) თვეზე ნაკლები ვადით, მაგრამ არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში, საკმარისია მითითებულ იქნეს მხოლოდ თვე და წელი;
დ.გ) ინახება 18 (თვრამეტ) თვეზე მეტი ვადით, საკმარისია მითითებულ იქნეს მხოლოდ წელი;
ე) ვარგისიანობის მინიმალური ვადის განსაზღვრა არ არის სავალდებულო:
ე.ა) ახალი ხილისა და ბოსტნეულისათვის, მათ შორის კარტოფილისათვის, რომელიც არ დაექვემდებარა გაფცქვნას, დაჭრას ან სხვა მსგავსი სახით დამუშავებას; ეს გამონაკლისი არ ვრცელდება გაღივებულ თესლსა და სხვა მსგავს პროდუქტებზე (პარკოსნების ღივი);
ე.ბ) ღვინის, შემაგრებული ღვინის, შუშხუნა (ცქრიალა) ღვინისა, არომატიზებულ ღვინისა და სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის, რომელიც წარმოებულია ხილისაგან, გარდა ყურძნისა და სასმელებისა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2206 00 კოდის შესაბამისად და წარმოებულია ყურძნისაგან ან ყურძნის ტკბილისაგან;
ე.გ) სასმელებისათვის, რომელთა მოცულობითი სპირტშემცველობა 10% ან მეტს შეადგენს, პურფუნთუშეულისა და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმისათვის, რომლებიც მათი შემადგენლობის გათვალისწინებით, მოიხმარება წარმოებიდან 24 საათის განმავლობაში;
ე.დ) ძმრისათვის;
ე.ე) სუფრის მარილისათვის;
ე.ვ) მყარი შაქრისათვის;
ე.ზ) საკონდიტრო ნაწარმისათვის, რომლებიც პრაქტიკულად სრულად შედგებიან არომატიზებული ან/და შეღებილი შაქრებისაგან;
ე.თ)საღეჭი რეზინისა და სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის.
2. „გამოიყენება.... მდე“ ვადის მითითება ხდება შემდეგი სახით:
ა) მას წინ უნდა უსწრებდეს სიტყვები „გამოიყენება...... მდე“;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფრაზას თან უნდა ახლდეს:
ბ.ა) უშუალოდ თარიღი;
ბ.ბ) ეტიკეტზე მინიშნება, თუ სად არის განთავსებული თარიღი;
გ) მითითებული უნდა იქნეს შენახვის პირობები;
დ) თარიღი მოიცავს რიცხვს, თვეს და შესაძლებელია წელს ამავე თანმიმდევრობით და არაკოდირებული ფორმით;
ე) „გამოიყენება......მდე“ ვადა მითითებული უნდა იქნეს ყველა ინდივიდუალურად დაფასოებულ პორციაზე.
3. გაყინვის ან პირველადი გაყინვის თარიღი დანართი №2-ის მე-6 პუნქტის თანახმად მითითებული უნდა იქნეს შემდეგი სახით:
ა) წინ უნდა უსწრებდეს სიტყვები „გაყინულია.........“;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სიტყვებს თან უნდა ახლდეს:
ბ.ა) უშუალოდ თარიღი;
ბ.ბ) მინიშნება, თუ სად არის განთავსებული ეტიკეტზე თარიღი;
გ) თარიღი მოიცავს რიცხვს, თვეს და შესაძლებელია წელს ამავე თანმიმდევრობით და არაკოდირებული ფორმით.
დანართი №10
ხორცის სახეობები, რომელთათვისაც სავალდებულოა წარმოშობის ადგილის ან წარმოშობის ქვეყნის აღნიშვნა
(სეს ესნ) კოდის (კომბინირებული ნომენკლატურის 2010)
აღწერა
0203
ღორის ხორცი, ახალი, გაცივებული ან გაყინული
0204
ცხვრის ან თხის ხორცი, ახალი, გაცივებული ან გაყინული
Ex 0207
ფრინველის ხორცი ჯგუფი 0105, ახალი, გაცივებული ან გაყინული
დანართი №11
სპირტშემცველობა
1. სასმელებში, რომელთა მოცულობითი სპირტშემცველობა 1,2%-ს აღემატება, სპირტშემცველობის ფაქტობრივი სიდიდე გამოსახული უნდა იქნეს ციფრებით, მძიმის შემდეგ არაუმეტეს ათობითი მნიშვნელობით. ამ ციფრის შემდეგ უნდა განთავსდეს სიმბოლო „%. Vol.“ ამ სიმბოლოს წინ შესაძლებელია განთავსდეს სიტყვა „alk” .
2. სპირტშემცელობის განსაზღვრა უნდა მოხდეს 20 0 C ტემპერატურაზე.
3. სპირტშემცველობის მითითებისას დაშვებული ცდომილებების (გადახრის) მნიშვნელობები მოცემულია ცხრილში. ეს ცდომილება გამოიყენება სპირტშემცველობის განსაზღვრისას ანალიზის მეთოდის ცდომილებასთან ერთად.
სასმელის აღწერა
დადებითი და უარყოფითი ცდომილება (გადახრა)
1. ლუდი, (სეს ესნ) კოდით 2203 00, მოცულობითი სპირტშემცველობით არაუმეტეს 5,5% vol. ყურძნისგან მიღებული არაგაზირებული სასმელები, (სეს ესნ) კოდით 2206 00
0,5 % vol.
2. ლუდი, სპირტშემცველობით არაუმეტეს 5,5% vol., გაზირებული სასმელები (სეს ესნ) კოდით 2206 00 მიღებული ყურძნისაგან, სიდრი, მსხლის სიდრი, ხილის ღვინოები და მსგავსი პროდუქტები, გარდა ყურძნისაგან მიღებულისა, არაგაზირებული, ნახევრადგაზირებული ან გაზირებული, თაფლის სასმელი
1,0 % vol.
3. სასმელი, რომელიც შეიცავს მცენარეების ნაწილებს ან მაცერაციით დამუშავებულ ხილს
1,5 % vol.
4. სხვა ნებისმნიერი სასმელი, რომელთა მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს
0,3 % vol.
დანართი №12
გამოყენების რეკომენდებული ნორმები
ნაწილი „ა“- ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ზრდასრული ადამიანისთვის
1. ვიტამინები და მინერალები, რომელიც შესაძლებელია მითითებულ იქნეს და მათი სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები:
დასახელება
ერთეული
სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმა
ვიტამინი A
მკგ
800
ვიტამინი D
მკგ
5
ვიტამინი E
მგ
12
ვიტამინი K
მკგ
75
ვიტამინი C
მგ
80
თიამინი
მგ
1,1
რიბოფლავინი
მგ
1,4
ნიაცინი
მგ
16
ვიტამინი B6
მგ
1,4
ფოლიუმის მჟავა
მკგ
200
ვიტამინი B12
მკგ
2,5
ბიოტინი
მკგ
50
პანტოტეინის მჟავა
მგ
6
კალიუმი
მგ
2 000
ქლორიდი
მგ
800
კალციუმი
მგ
800
ფოსფორი
მგ
700
მაგნიუმი
მგ
375
რკინა
მგ
14
თუთია
მგ
10
სპილენძი
მგ
1
მანგანუმი
მგ
2
ფტორიდი
მგ
3,5
სელენი
მკგ
55
ქრომი
მკგ
40
მოლიბდენი
მკგ
50
იოდი
მკგ
150
2. ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელი(საჭირო) რაოდენობის დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) რეკომენდებული ნორმის 15 % ,100 გ ან 100 მლ სურსათისათვის, გარდა სასმელებისა;
ბ) ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) რეკომენდებული ნორმის 7,5% , 100 მლ სასმელისათვის;
გ) ამ ნაწილი „ა-ს“ პირველი პუნქტით განსაზღვრული საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) რეკომენდებული ნორმის 15%, ერთი პორციისათვის, თუ შეფუთვაში მხოლოდ ერთი პორციაა.
ნაწილი „ბ“ -ზრდასრული ადამიანისთვის სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ენერგეტიკული ღირებულებისათვის და ცალკეული საკვები ნივთიერებებისათვის (ნუტრიენტისათვის), გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა
ენერგეტიკული ღირებულება ან საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი)
გამოყენების რეკომენდებული ნორმა
ენერგეტიკული ღირებულება
8400 კჯ/2000 კკა
ცხიმის საერთო რაოდენობა
70 გ
ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები
20 გ
ნახშირწყლები
260 გ
შაქრები
90 გ
ცილა
50 გ
მარილი
6 გ
დანართი №13
გადაანგარიშების კოეფიციენტი
გადაანგარიშების კოეფიციენტი ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლისათვის
ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლა ხდება შემდეგი გადაანგარიშების კოეფიციენტების გამოყენებით:
ნახშირწყლები (გარდა პოლიოლებისა)
17 კჯ/გ - 4 კკალ/გ
პოლიოლები
10 კჯ/გ - 2, 4 კკალ/გ
ცილა
17 კჯ/გ - 4 კკალ/გ
ცხიმი
37 კჯ/გ - 9 კკალ/გ
სალატრიმი (აცილტრიგლიცერიდების მოლეკულების მოკლე და გრძელი ჯაჭვები (Short and long chain acyl triglyceride molecule)
25 კჯ/გ - 6 კკალ/გ
სპირტი (ეთანოლი)
29 კჯ/გ - 7 კკალ/გ
ორგანული მჟავები
13 კჯ/გ - 3 კკალ/გ
ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები)
8 კჯ/გ - 2 კკალ/გ
ერითრიტოლი (მრავალატომიანი სპირტი)
0 კჯ/გ - 0 კკალ/გ
დანართი №14
კვებითი ღირებულების გამოსახვა და ინფორმაციის წარდგენა
კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის წარდგენისათვის გამოიყენება შემდეგი ერთეულები: - ენერგეტიკული ღირებულებისათვის კილოჯოული (კჯ) და კილოკალორია (კკალ), მასისთვის - გრამი (გ), მილიგრამი (მგ), ან მიკროგრამი (მკგ) და მდგომარეობის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება ხდება ინფორმაციის შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ენერგეტიკული ღირებულება
კჯ/კკალ
ცხიმი, მათ შორის:
ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები
მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები
გ
გ
გ
გ
ნახშირწყლები, მათ შორის:
შაქრები
პოლიოლები
სახამებელი
გ
გ
გ
გ
ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები)
გ
ცილა
გ
მარილი
გ
ვიტამინები და მინერალები
დანართი №12-ის ნაწილი „ა“-ს პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთეულე