ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და მე-9 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაციის გარდა, დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს ცალკეული დასახელების ან კატეგორიის სურსათისათვის დამატებითი სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა, რომელიც დასაბუთებულად უნდა ეფუძნებოდეს:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას;
ბ) მომხმარებელთა დაცვას;
გ) თაღლითობისა და შეცდომაში შეყვანის აღკვეთას;
დ) საწარმოო და კომერციული უფლებების დაცვას, რეგისტრირებული გეოგრაფიული ადგილწარმოშობის აღნიშვნას და არაჯანსაღი კონკურენციის აღკვეთა