1. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაციის ნებაყოფლობით წარდგენისას დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16-28-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. ნებაყოფლობით წარდგენილი ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი;
ბ) არ უნდა იყოს მომხმარებლისთვის ორაზროვანი და წინააღმდეგობრივი;
გ) საჭიროების შემთხვევაში უნდა ეფუძნებოდეს არსებულ მეცნიერულ მონაცემებს.
3. სურსათის შესახებ ნებაყოფლობითი ინფორმაცია არ უნდა განთავსდეს სავალდებულო ინფორმაციისათვის განკუთვნილი სივრცის შეზღუდვის ხარჯზ