ინგრედიენტების ჩამონათვალი არ არის სავალდებულო შემდეგი სურსათისათვის:
ა) ახალი ხილი და ბოსტნეული, მათ შორის კარტოფილი, რომელიც არ არის გაფცქვნილი, დაჭრილი ან მსგავსად გადამუშავებული;
ბ) გაზირებული წყალი, თუ მის სახელწოდებაში მითითებულია, რომ იგი გაჯერებულია ნახშირორჟანგით;
გ) ძმარი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ერთი ძირითადი პროდუქტის ფერმენტაციით და არ არის გამოყენებული არცერთი სხვა ინგრედიენტი;
დ) ყველი, კარაქი, ფერმენტირებული რძე (რძემჟავა პროდუქტი) და ნაღები, რომელსაც არ აქვს დამატებული არცერთი ინგრედიენტი, გარდა რძის კომპონენტებისა, საკვები ფერმენტებისა და შესაბამისი მიკროორგანიზმებისა, რომელიც აუცილებელია მათი წარმოებისათვის, ხოლო ყველის შემთხვევაში, გარდა მოუმწიფებელი და მდნარი ყველისა (გადამუშავებული ყველისა), მარილი, რომელიც გამოიყენება მათ დასამზადებლად;
ე) სურსათი, რომელიც შედგება მხოლოდ ერთი ინგრედიენტისაგან, თუ:
ე.ა) სურსათის დასახელება ინგრედიენტის დასახელების იდენტურია;
ე.ბ) სურსათის დასახელება შესაძლებლობას იძლევა გარკვევით განისაზღვროს ინგრედიენტ