1. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა უზრუნველყოს მე-3 და მე-4 ქვეთავებით გათვალისწინებული რამდენიმე ან ყველა ღონისძიების გამოყენება მე-16(4) მუხლით განსაზღვრულ დამატებით შეზღუდულ ზონებში (შემდგომში „დამატებითი შეზღუდული ზონები").

2. ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა განახორციელოს პრევენციული აღმოფხვრის პროგრამა, რომელიც მოიცავს IV დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პრევენციულ დაკვლას ან დახოცვას რისკის ჯგუფში არსებულ სადგომებზე ან ტერიტორიებზე, რომლებიც მდებარეობს დამატებით შეზღუდულ ზონებში.

ამ სადგომების რეპოპულაცია უნდა განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად.

3. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც იყენებენ პირველი და მეორე აბზაცებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

4. კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს არსებული სიტუაცია ამ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

5. ვეტერინარიის სფეროში ხარჯების შესახებ საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების 90/424/EEC16 შესაბამისად მისაღები გადაწყვეტილებების შეზღუდვის გარეშე, შეიძლება მიღებულ იქნეს დამატებითი ზედამხედველობის, ბიოუსაფრთხოებისა და კონტროლის ღონისძიებები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

ქვეთავი 6

გამონაკლისები და ბიოუსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებე