1. ორი ან მეტი ცალკეული საწარმოო ერთეულისგან შემდგარ სადგომზე დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისები 39(2)-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებებიდან იმ საწარმოო ერთეულების მიმართ, სადაც განთავსებულია ჯანმრთელი შინაური ფრინველი იმ პირობით, რომ ამ გამონაკლისების დაშვება საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ დეტალური წესები პირველი აბზაცით გათვალისწინებული დებულებებიდან გამონაკლისების დაშვებასთან დაკავშირებით ცხოველთა ჯანმრთელობის გარანტიების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლოა მიღებული იქნეს, და განსაზღვრონ ადექვატური ალტერნატიული ზომები.
3. წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას პირველი აბზაცის შესაბამისად დაშვებული გამონაკლისების შესახებ.
4. კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს არსებული სიტუაცია ამ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.
5. პირველი აბზაცით გათვალისწინებული დებულებებიდან გამონაკლისების დაშვების გათვალისწინებით, შესაძლებელია მიღებული იქნეს ზომები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 64(3)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისა