1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შეზღუდულ ზონაში შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

(a) შეძლებისდაგვარად სწრაფად განხორციელდეს ყველა კომერციული სადგომის აღწერა;

(b) სადგომის გარშემო მინიმუმ ერთი კილომეტრის რადიუსში მდებარე კომერციულ შინაური ფრინველის სადგომებში ჩატარდეს ლაბორატორიული ტესტები დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;

(c) შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის, კვერცხის დასადებად მომზადებული შინაური ფრინველის, ერთი დღის ასაკის წიწილების და კვერცხების ყოველგვარი გადაადგილება შეზღუდულ ზონაში ან მის ფარგლებში დაექვემდებაროს ავტორიზაციას და სხვა კონტროლის ღონისძიებებს, რომელსაც კომპეტენტური ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად; აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება გადმოტვირთვის და შეჩერების გარეშე საავტომობილო ან სარკინიგზო გზით ტრანზიტზე შეზღუდული ზონის გავლით;

(d) აკრძალულია შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის, კვერცხის დასადებად მომზადებული შინაური ფრინველის, ერთი დღის ასაკის წიწილების და კვერცხების გადაადგილება შეზღუდული ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა თუ კომპეტენტურ ორგანო არ დაუშვებს პირდაპირ ტრანსპორტირებას შემდეგი მიზნებისთვის:

(i) შინაური ფრინველის ტრანსპორტირებას სასაკლაოზე იმავე წევრ სახელმწიფოში;

(ii) ცოცხალი შინაური ფრინველის ტრანსპორტირებას სადგომში ან ფარდულში იმავე წევრ სახელმწიფოში, სადაც არ იმყოფება სხვა შინაური ფრინველი;

ცოცხალი შინაური ფრინველი უნდა იმყოფებოდეს სადგომში არანაკლებ 21 დღის განმავლობაში და შინაური ფრინველის შეყვანის შემდეგ ეს სადგომი უნდა იყოს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;

(iii) ერთი დღის ასაკის წიწილების ტრანსპორტირებას:

იმავე წევრი სახელმწიფოს სადგომში ან სადგომის ფარდულში; ერთი დღის ასაკის წიწილები უნდა იმყოფებოდნენ სადგომში არანაკლებ 21 დღის განმავლობაში და მათი შეყვანის შემდეგ ეს სადგომი უნდა მოთავსდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ; ან

თუ წიწილები გამოიჩეკნენ შეზღუდული ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე შინაური ფრინველის სადგომებში წარმოებული კვერცხიდან, ნებისმიერ სხვა მეურნეობაში იმ პირობით, რომ სანაშენეს შეუძლია თავისი მატერიალურ-ტექნიკური და ბიოუსაფრთხოების სამუშაო პირობებით გამორიცხოს ნებისმიერი კონტაქტი შეზღუდულ ზონაში არსებული შინაური ფრინველის გუნდებიდან მიღებულ საინკუბაციო კვერცხთან ან ერთი დღის ასაკის წიწილებთან, რომელთაც შესაბამისად აქვთ განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა;

(iv) საინკუბაციო კვერცხების ტრანსპორტირებას სპეციალურად განსაზღვრულ სანაშენეში; კვერცხები და მათი შეფუთვა უნდა იქნეს დეზინფიცირებული გაგზავნამდე და, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ კვერცხების მიკვლევადობა;

(v) სასურსათო კვერცხის ტრანსპორტირებას შეფუთვის ცენტრში იმ პირობით, რომ კვერცხი დაფასოებული იქნება ერთჯერად შეფუთვაში და მიღებული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ყველა ზომა;

(vi) კვერცხების ტრანსპორტირებას შეზღუდულ ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ მდებარე კვერცხის პროდუქტების საწარმოში, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავში, და რომელთა განკარგვა და დამუშავება ხდება რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის დებულებების შესაბამისად;

(vii)კვერცხების ტრანსპორტირებას გასანადგურებლად;

(e) ტანხორცი უნდა განადგურდეს;

(f) ნებისმიერმა პირმა, რომელიც შედის შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომში ან გადის ასეთი სადგომიდან უნდა დაიცვას ბიოუსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რომელთა მიზანია ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენცია;

(g) ცოცხალი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, საკვების, ნაკელის, წუნწუხისა და საგებლის, და სავარაუდოდ დასნებოვნებული ნებისმიერი მასალისა თუ ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები უნდა გაიწმინდოს და დეზინფიცირებული იქნეს დაუყოვნებლივ დასნებოვნებისთანავე 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;

(h) დაუშვებელია შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრების შეყვანა სადგომში ან გაყვანა სადგომიდან კომპეტენტური ორგანოს ავტორიზაციის გარეშე.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ძუძუმწოვრებზე, რომელთაც აქვთ წვდომა მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც მათ:

(i) არა აქვთ კონტაქტი ადგილობრივად მობინადრე შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან; და

(ii) არა აქვთ წვდომა გალიებთან ან ტერიტორიასთან, სადაც განთავსებულია ასეთი ადგილობრივად მობინადრე ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი;

(iii) აკრძალულია გამოყენებული, ჭუჭყიანი საგებლის, ნაკელის ან წუნწუხის გატანა ან მიმოფანტვა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ნებადართულია კომპეტენტური ორგანოს მიერ; შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომიდან ნაკელის ან წუნწუხის გადაადგილება სპეციალურად განსაზღვრულ ქარხანაში შესაძლოა დაშვებულ იქნეს ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვით, გადასამუშავებლად ან დროებით შესანახად შემდგომი გადამუშავებისთვის სავარაუდოდ არსებული ფრინველის გრიპის ვირუსის განადგურების მიზნით რეგულაციის (EC) N 1774/2002 ან სპეციალური წესების შესაბამისად, რომლებიც შესაძლოა მიღებული იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად;

(j) აკრძალული ბაზრობები, ბაზრები, შოუები და შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან დაკავშირებული სხვა შეკრებები გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს დაშვებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ;

(k) დაუშვებელია შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გაშვება სანადირო ფრინველის რეპოპულაციის მიზნით.

2. რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაადგინოს ამ ქვეთავით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა დამატებითი ღონისძიებები და აცნობოს ამის შესახებ კომისიას.

3. შესაძლებელია მიღებული იქნეს დამატებითი ღონისძიებები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისა