1. დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მე-7(2) მუხლის (a), (b), (c), (e), (g) და (h) ქვეპუნქტებითა და ამ მუხლის მე-2-5 აბზაცებით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენება რისკების შეფასების საფუძველზე და მინიმუმ V დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ სახეობის შინაური ფრინველისა და სხვა მოშინაურებული ფრინველის, რომლებშიც დადასტურდა დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი, გაყვანა სადგომებიდან სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ მოხდეს ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილება.
ასევე შესაძლებელია მოხდეს სადგომებიდან სხვა მოშინაურებული ფრინველების გაყვანაც იმ რისკის შეფასების საფუძველზე, რომელსაც ისინი ქმნიან ფრინველის გრიპის შემდგომ გავრცელებასთან დაკავშირებით და, ასევე უქმნიან სხვა სადგომებს, რომლებიც ითვლება საკონტაქტო სადგომებად ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.
სადგომების დაცარიელებამდე დაუშვებელია შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის შეყვანა სადგომში ან გაყვანა სადგომიდან გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ნაბადართულია კომპეტენტური ორგანოს მიერ.
3. მე-2 აბზაცის მიზნებისთვის სადგომების დაცარიელება ფრინველისგან უნდა განხორციელდეს დირექტივის 93/119/EC შესაბამისად და კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი უნდა:
(a) დაიხოცოს შეძლებისდაგვარად სწრაფად; ან
(b) დაიკლას სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე მე-4 აბზაცის შესაბამისად.
როდესაც სადგომების ფრინველისგან დაცარიელება ხდება სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოებზე დაკვლის გზით, შინაურ ფრინველზე უნდა განხორციელდეს შემდგომი ზედამხედველობა და კვლევა.
დაუშვებელია შინაური ფრინველის გადაყვანა სადგომებიდან სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოებზე სანამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოსა და რისკების შეფასების შესაბამისად ჩატარებული კვლევისა და ლაბორატორიული ტესტების გათვალისწინებით, რომელთა მიზანია შინაური ფრინველის მიერ ვირუსის გამოყოფის ხარისხის განსაზღვრა, კომპეტენტური ორგანო დარწმუნდება, რომ დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის შემდგომი გავრცელების რისკი მინიმალურია.
4. დაკვლა სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე მე-3 აბზაცის შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ:
(a) შინაური ფრინველი იგზავნება სადგომიდან პირდაპირ სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე;
(b) თითოეული პარტია გაგზავნამდე ილუქება სადგომზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ;
(c) თითოეული პარტია არის დალუქულ მდგომარეობაში, სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაომდე ტრანსპორტირების პერიოდში;
(d) დაცულია კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი დამატებითი ბიოუსაფრთხოების ზომები;
(e) სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანო ინფორმირებულია და თანახმაა შინაური ფრინველის მიღებაზე;
(f) სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც გამოიყენება ცოცხალი ფრინველის და სხვა სავარაუდოდ დასნებოვნებული მასალის და ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის, დასნებოვნების შემდეგ სასწრაფოდ გაიწმინდება და ჩაუტარდება დეზინფექცია 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით, და
(g) შინაური ფრინველის სუბპროდუქტები განადგურდება სასაკლაოზე.
5. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შემდეგის განადგურება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ:
(a) ტანხორცი, და
(b) საინკუბაციო კვერცხი სადგომზე.
6. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ზომების მიღება:
(a) სადგომზე დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის სავარაუდო შეტანიდან ამ დირექტივით გათვალისწინებული ზომების მიღებამდე პერიოდში სადგომში შეგროვებული საინკუბაციო კვერცხის მიკვლევადობა და გამოჩეკა შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;
(b) სადგომზე დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის სავარაუდო შეტანიდან ამ დირექტივით გათვალისწინებული ზომების მიღებამდე პერიოდში სადგომში შეგროვებული კვერცხებიდან გამოჩეკილი შინაური ფრინველი, შეძლებისდაგვარად უნდა მოექცეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ და გამოკვლევა ჩატარდეს დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;
(c) სადგომზე არსებული კვერცხებისა და მე-2 აბზაცის თანახმად სადგომიდან ფრინველის გაყვანამდე წარმოებული კვერცხების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს იმ პირობით, თუ დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის გავრცელების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი:
(i) კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შეფუთვის ცენტრში („სპეციალურად განსაზღვრული შეფუთვის ცენტრი"), იმ პირობით, თუ ისინი დაფასოებულია ერთჯერად შეფუთვაში და მიღებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოება ყველა ზომა;
(ii) კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოში რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, რათა მათი განკარგვა და დამუშავება მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის შესაბამისად; ან
(iii) გასანადგურებლად.
(d) ნებისმიერი სავარაუდოდ დასნებოვნებული მასალა ან ნივთიერება უნდა დამუშავდეს ან განადგურდეს სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესაბამისად;
(e) სავარაუდოდ დასნებოვნებული ნაკელი, წუნწუხი და საგებელი უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;
(f) ფრინველის გაყვანის შემდეგ, შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის განთავსებისთვის გამოყენებული შენობები, სავარაუდოდ დასნებოვნებული მოწყობილობა-დანადგარები და სავარაუდოდ დასნებოვნებული ტანხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის და საგებლის და ნებისმიერი სხვა მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის მიხედვით;
(g) დაუშვებელია შინაური სახეობის ძუძუმწოვრების შეყვანა სადგომზე ან გაყვანა სადგომიდან კომპეტენტური ორგანოს ავტორიზაციის გარეშე. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ძუძუმწოვრებზე, რომელთაც წვდომა აქვთ მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ტერიტორიებზე, სადაც მათ:
(i) არა აქვთ კონტაქტი ადგილობრივად მობინადრე შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან, და
(i) არ აქვთ წვდომა გალიებთან ან ტერიტორიებთან, სადაც განთავსებულია ადგილობრივად მობინადრე შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი.
(h) დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის პირველადი აფეთქების შემთხვევაში, ვირუსის იზოლატს უტარდება ლაბორატორიული ტესტები ვირუსის ქვეტიპის დასადგენად დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად; ვირუსის იზოლატი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა წარედგინოს გაერთიანების რეფერალურ ლაბორატორიას, 51(1)-ე მუხლის შესაბამისად.
7. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც იყენებენ მე-2, მე-4 და მე-5 აბზაცებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისია