1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლის მე-2-6 აბზაცების დაცვა, მე-11 და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შემდეგ.
2. კომერციული შინაური ფრინველის სადგომების რეპოპულაცია არ უნდა მოხდეს 48-ე მუხლის თანახმად საბოლოო დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულების დღიდან 21 დღის განმავლობაში.
3. კომერციული შინაური ფრინველის სადგომის რეპოპულაციის თარიღიდან 21-დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
(a) შინაურ ფრინველს უნდა ჩაუტარდეს მინიმუმ ერთი კლინიკური გამოკვლევა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ;
კლინიკური გამოკვლევა, ან ერთზე მეტი კლინიკური გამოკვლევის შემთხვევაში საბოლოო კლინიკური გამოკვლევა, ხორციელდება ზემოთ ნახსენები 21-დღიანი ვადის გასვლის დღესთან შეძლებისდაგვარად მიახლოებით;
(b) ლაბორატორიული ტესტები ტარდება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;
(c) რეპოპულაციის ფაზაში დაღუპულ ფრინველზე ტესტები ტარდება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;
(d) ნებისმიერი პირი, რომელიც შედის კომერციული შინაური ფრინველის სადგომში ან გადის ასეთი სადგომიდან, იცავს შესაბამის ბიოუსაფრთხოების ზომებს, რომელთა მიზანია ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენცია;
(e) რეპოპულაციის ფაზაში დაუშვებელია შინაური ფრინველის გაყვანა კომერციული შინაური ფრინველის სადგომიდან კომპეტენტური ორგანოს ავტორიზაციის გარეშე;
(f) მეპატრონე აღრიცხავს წარმოების პროცესის მონაცემებს, მათ შორის ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემებს, რომელიც რეგულარულად უნდა განახლდეს;
(g) წარმოების პროცესის მონაცემებში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ (f) ქვეპუნქტის თანახმად, და სხვა დარღვევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოს.
4. რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გასცეს ბრძანება კომერციული შინაური ფრინველის სადგომების გარდა სხვა სადგომებზე ან კომერციული შინაური ფრინველის სადგომში არსებულ სხვა სახეობებზე მე-3 აბზაცით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების თაობაზე.
5. შინაური ფრინველის რეპოპულაცია საკონტაქტო სადგომებში უნდა განხორციელდეს კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად რისკების შეფასების საფუძველზე.
დიაგნოსტიკური პროცედურები, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო და რეფერალური ლაბორატორიე