1. შინაურ ფრინველში ან სხვა მოშინაურებულ ფრინველში ფრინველის გრიპის არსებობის, ან ძუძუმწოვრებში ფრინველის გრიპის ვირუსის არსებობის გამოსავლენად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება, ნიმუშების აღება და ლაბორატორიული ტესტების განხორციელება დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დიაგნოსტიკის ერთიანი პროცედურების გამოყენება.
ეს სახელმძღვანელო 2006 წლის 3 აგვისტომდე უნდა დამტკიცდეს 64(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
სახელმძღვანელოში შეტანილი ნებისმიერი შემდგომი ცვლილება უნდა იქნეს მიღებული იმავე პროცედურის შესაბამისად.
2. პირველი აბზაცით გათვალისწინებულ დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოში უნდა დადგინდეს მინიმუმ შემდეგი:
(a) ბიოუსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები და ხარისხის სტანდარტები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს სანქცირებული ლაბორატორიების მიერ, რომლებიც ატარებენ ტესტებს ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის მიზნით;
(b) კრიტერიუმები და პროცედურები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს კლინიკური და სიკვდილის შემდგომი გამოკვლევების ჩატარებისას ფრინველის გრიპის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით;
(c)კრიტერიუმები და პროცედურები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს ლაბორატორიული ტესტებისთვის შინაური ფრინველისგან და სხვა მოშინაურებული ფრინველისგან ნიმუშების აღებისას, ფრინველის გრიპის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით; მათ შორის ნიმუშის აღების მეთოდები სეროლოგიური და ვირუსოლოგიური სკრინინგისთვის, რომელიც ტარდება ამ დირექტივის შესაბამისად;
(d) ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკისათვის, მათ შორის:
(i) ტესტები დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის;
(ii) ტესტები მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის და დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის დიფერენცირებისთვის;
(iii) შესაბამისი ტესტები ვაქცინირებულ ფრინველსა და ფრინველის გრიპის ვირუსის ველზე გავრცელებული შტამით ინფიცირებულ ფრინველს შორის დიფერენცირებისთვის;
(iv) ლაბორატორიული ტესტების შედეგების შესაფასებელი კრიტერიუმები;
(e)ლაბორატორიული მეთოდები ფრინველის გრიპის ვირუსის იზოლატების ტიპირებისთვის.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ფრინველის გრიპის ვირუსის, მათი გენომის და ანტიგენების და ვაქცინის კვლევების, დიაგნოსტირებისა და წარმოებისთვის საჭირო ვაქცინების დამუშავება და გამოყენება მოხდეს მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს მიერ უფლებამოსილ ადგილებში, საწარმოებსა და ლაბორატორიებში, სადაც დაცულია ბიოუსაფრთხოების შესაბამისობის მოთხოვნები.
უფლებამოსილი ადგილების, საწარმოებისა და ლაბორატორიების ჩამონათვალი უნდა გაეგზავნოს კომისიას 2007 წლის 30 სექტემბრამდე და მუდმივად უნდა განახლდე