1. დაწესებულების ხელმძღვანელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის სახელმძღვანელოს ან შესაბამისი დოკუმენტის შემუშავება და გამოყენება.
2. ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე, უზრუნველყოფს ლაბორატორიის უსაფრთხოებაზე სწავლებების ჩატარებას.
3. დაწესებულების პერსონალი ინფორმირებული უნდა იყოს კონკრეტული საფრთხეების შესახებ. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირმა უნდა განახორციელოს პერსონალის მიერ ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის წესების ცოდნისა და შესრულების კონტროლი.
4. საჭიროებისამებრ, პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება, ზედამხედველობა და მკურნალობა. უნდა წარმოებდეს შესაბამისი სამედიცინო ჩანაწერები.
ბუდ-2 ლაბორატორიე