1. დაწესებულების ხელმძღვანელმა პირმა უნდა უზრუნველყოს ლაბორატორიაში დამცავი აღჭურვილობის გამოყენება, რაც მოიცავს შემდეგს:
ა) უნდა გამოიყენებოდეს ლაბორატორიული ხალათები და ხელთათმანები. აკრძალულია დამცავი ლაბორატორიული ტანსაცმლის ტარება ლაბორატორიის გარეთ ან საგარეო ტანსაცმლის კარადაში მოთავსება;
ბ) იმ შემთხვევაში, როცა გამოყენებულ პროცედურებს შეიძლება მოჰყვეს მიკროორგანიზმების ან სხვა საშიში მასალის გაშხეფება, აუცილებელია დამცავი სათვალეების გამოყენება. პირები კონტაქტური ლინზებით ლაბორატორიაში ასევე უნდა ატარებდნენ სათვალეს;
გ) კონტეინმენტის სპეციალური დანადგარი, როგორიცაა ბიოუსაფრთხოების კაბინა გამოიყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რისკის შეფასების საფუძველზე არის რეკომენდებულ