1. ბუდ-1 ლაბორატორიის დაპროექტებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:
ა) ლაბორატორიას ჰქონდეს კარი ლაბორატორიაში დაშვების კონტროლისათვის;
ბ) ლაბორატორიაში იყოს ხელსაბანი;
გ) ლაბორატორია ისე იყოს დაპროექტებული, რომ ადვილად იწმინდებოდეს. იატაკი იყოს გლუვი, მაგრამ მოცურებისაგან დაცული ზედაპირით და დეზინფექტანტების მიმართ გამძლე. ხალიჩების გამოყენება დაუშვებელია;
დ) ლაბორატორიულმა ავეჯმა გაუძლოს შესაბამის დატვირთვას ფიზიკური და ფუნქციური თვალსაზრისით. სამუშაო ზედაპირებს, კარადებსა და აპარატურას შორის ადგილები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დასუფთავებისათვის;
ე) სამუშაო ზედაპირები იყოს წყალგაუმტარი და მდგრადი სითბოს, ორგანული გამხსნელების, მჟავების, ტუტეების და სხვა ქიმიკატების მიმართ;
ვ) ლაბორატორიაში გამოყენებული სკამების ზედაპირი ადვილად იწმინდებოდეს და იყოს დეზინფექტანტების მიმართ გამძლე;
ზ) ლაბორატორიის ფანჯრებს ჰქონდეს მწერებისაგან დამცავი ბადე;
თ) ლაბორატორიებში იყოს თვალის ამოსარეცხი პუნქტები;
ი) პოტენციურად კონტამინირებული ნარჩენებისა და ზოგადი ნარჩენებისათვის, მათი განცალკევების მიზნით, გამოყოფილ იქნეს სპეციალური იზოლირებული ადგილებ