1. ბუდ-1 ლაბორატორია გამოიყენება ისეთ პათოგენებზე სამუშაოდ, რომლებიც კარგად არის შესწავლილი და ჩვეულებრივ, არ იწვევენ დაავადებას ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანში და მინიმალურ რისკს წარმოადგენენ ლაბორატორიის პერსონალისა და გარემოსათვის.
2. ბუდ-1 ლაბორატორიას არ მოეთხოვება კონტეინმენტის სპეციალური აღჭურვილობა ან დიზაინი, იმ გამონაკლისის გარდა, თუ ეს შესაბამისი რისკის შეფასებით არის განსაზღვრული. ლაბორატორიის პერსონალს გავლილი უნდა ჰქონდეს პროფესიული სწავლება ლაბორატორიაში გამოყენებულ პროცედურებთან დაკავშირები