1. ლაბორატორიაში დაცულ უნდა იქნეს ბასრ საგნებთან მუშაობის შემდეგი წესები:

ა) პერსონალი ყურადღებით მოეპყროს ნემსებსა და სხვა ბასრ საგნებს. არ შეიძლება ნემსების მოღუნვა, გატეხვა, თავსახურის ხელახლა დახურვა ან მოხსნა ერთჯერადი შპრიცებიდან და სხვა მსგავსი მანიპულაცია კონტეინერში მოთავსებამდე;

ბ) გამოყენებული ერთჯერადი ნემსები და შპრიცები ფრთხილად მოთავსდეს მოხერხებულად განლაგებულ ბასრი საგნების სპეციალურ კონტეინერებში;

გ) მრავალჯერადი გამოყენების ბასრი ხელსაწყოები  მოთავსდეს მყარ და დაცულ კონტეინერში, გაუვნებელყოფა კი განხორციელდეს სტერილიზაციით;

დ) გატეხილი მინის ჭურჭელი ხელით არ გროვდება. გამოიყენება ცოცხი, აქანდაზი და პინცეტი. მინის ჭურჭლის ნაცვლად სასურველია, შეძლებისდაგვარად, პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებ