1. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ზოგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრისა და მართვის ოფიციალური პროცედურები.

2. აუცილებელია ავარიული სიტუაციის გამოვლენის, შედეგების შემსუბუქებისა და მასზე რეაგირების ზომების განსაზღვრა და დანერგვა ბიოლოგიური აგენტების კონტროლის ზომების პოტენციური შედეგების გათვალისწინებით. განხილული პრობლემები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ქვემოთ ჩამოთვლილ ასპექტებს:

ა) ქიმიური საფრთხის შესახებ ინფორმირებას, ეტიკეტირებას, მასალასთან უსაფრთხოდ მუშაობის ინსტრუქციებს და სხვა ტიპის უსაფრთხოების მონაცემებს;

ბ) ზოგად ლაბორატორიულ უსაფრთხოებას;

გ) სახანძრო უსაფრთხოებას;

დ) ელექტროუსაფრთხოებას;

ე) ქიმიურ უსაფრთხოებას;

ვ) რადიაციულ უსაფრთხოებას;

ზ) აირების  გამოყენებას (ასფიქსიის რისკის ჩათვლით);

თ) ლაბორატორიული ცხოველების მოვლასა და გამოყენებას;

ი) სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფას, მათ შორის, შენახვისა და დასუფთავების მოთხოვნებს;

კ) უსაფრთხოებას ველზე, საძოვრებზე და ფერმებში.

თავი V

ლაბორატორიების ბიოუსაფრთხოების დონეე