1. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს კულტურების, ნიმუშების, სინჯების და დაბინძურებული ან პოტენციურად დაბინძურებული მასალების უსაფრთხო და დაცული ტრანსპორტირების პროცედურების შემუშავება, დანერგვა და თანამშრომლების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოქმედებების დაგეგმვისა და განხორციელების დროს დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს:
ა) სატრანსპორტო მოთხოვნების განსაზღვრა და დანერგვა ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების მიხედვით;
ბ) შესაბამისი შეფუთვის სისტემის, მასალების, ეტიკეტების, პერსონალური დაცვის აღჭურვილობისა და დოკუმენტაციის არსებობა და გამოყენება;
გ) სანდო გადამზიდი კომპანიის შერჩევა, რომელსაც აქვს გზავნილის დაცულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირების გამოცდილება;
დ) იმ გარემოების დადგენა, არის თუ არა ბიოლოგიური აგენტი შეკვეთილი უფლებამოსილი დაწესებულების მიერ;
ე) სატრანსპორტო დოკუმენტაციის ხელმოწერა პასუხისმგებელი პირის მიერ;
ვ) მასალის გადაადგილების პროცედურული ჯაჭვის დოკუმენტირება, რომელიც იძლევა მასალის გადაადგილების მონიტორინგის საშუალებას;
ზ) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის საჭირო საიმედო და ადეკვატური სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათ შორის, საეჭვო შეფუთვებთან მოპყრობისას გასათვალისწინებელი სიფრთხილის ზომების განსაზღვრა და გამოყენება;
თ) ტრანსპორტირებული ინფექციური მასალის ბიოუსაფრთხოების კაბინაში გახსნის პროცედურის შემუშავება. კაბინის უქონლობის შემთხვევაში აუცილებელია პირადი დაცვის აღჭურვილობის გაძლიერება;
ი) განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების შემცველი მასალები (კულტურების გარდა), სადიაგნოსტიკო თუ კვლევითი პროექტის ნიმუშები უნდა ინახებოდეს დაწესებულებაში დაცულ ადგილას, შესაბამის პირობებში, კვლევითი პროტოკოლით გათვალისწინებული დროის ან დაწესებულების დამტკიცებულ შიდა რეგულაციაში მითითებული დროის განმავლობაშ