1. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იდენტიფიცირებული კულტურები უნდა გადაიგზავნოს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯეც) ლუგარის ცენტრში, ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნულ საცავში. ასევე უნდა გადაიგზავნოს საცავში ეპიდემიური პოტენციალის მქონე და ანტიბაქტერიული საშუალებებისადმი რეზისტენტული მე-2 და მე-3 რისკ-ჯგუფებს მიკუთვნებული პათოგენები დკსჯეც-ის მოთხოვნის შესაბამისად.
2. ეროვნულ საცავში გადასაგზავნად კულტურა უნდა შეიფუთოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამმაგი შეფუთვით (კულტურის ჭურჭელი, დამცავი კონტეინერი, სატრანსპორტო კონტეინერი) და შესაბამისი მარკირებით.
3. ეროვნულ საცავში გადასაგზავნად უნდა შეივსოს შემდეგი ფორმები:
ა) მიკროორგანიზმთა კვლევის მოთხოვნის ფორმის (C) A ნაწილი;
ბ) კულტურის პასპორტი;
გ) შტამის ჩაბარების ნებართვის სპეციალური ფორმა, დკსჯეც-ის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის რეზოლუციით.
4. კულტურა რეგისტრირდება ეროვნულ საცავში და ფორმდება კულტურის მიღება-ჩაბარების აქტი ბიოუსაფრთხოების ოფიცრის მიერ.
5. შეფუთული დამცავი კონტეინერის წარდგენა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ცენტრის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში უნდა მოხდეს დკსჯეც-ის თანამშრომლების, მოთანამშრომლე დაწესებულებების, საფოსტო სამსახურის ან სხვა გადამზიდების მიერ, რომელთაც აქვთ შესაბამისი ლიცენზია.
6. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იდენტიფიცირებული კულტურების განადგურება, როცა მათი გადატანა არ ხდება დკსჯეც-ის ლუგარის ცენტრში, უნდა მოხდეს 2 დღის ვადაში, დაწესებულების ბიოუსაფრთხოების ოფიცრის/ბიოდაცვის მენეჯერის ზედამხედველობით, ავტოკლავირების და შემდგომი ინსინერაციის მეშვეობით. ბიოუსაფრთხოების ოფიცერი/ბიოდაცვის მენეჯერი აფორმებს შესაბამის კულტურის განადგურების აქტს და ასლს 2 დღის ვადაში უგზავნის ეროვნულ საცავს, ნებისმიერი ხელთარსებული კომუნიკაციის საშუალები