1. ბიოლოგიურ აგენტებზე განხორციელებული სამუშაოს ტიპის, მასშტაბის და დაცვის ხარისხის მიხედვით, ლაბორატორიები იყოფა შემდეგ დონეებად:
ა) საბაზისო (ბიოუსაფრთხოების დონე 1);
ბ) საბაზისო კონტეინმენტი (ბიოუსაფრთხოების დონე 2);
გ) მაღალი კონტეინმენტი (ბიოუსაფრთხოების დონე 3);
დ) მაქსიმალური კონტეინმენტი (ბიოუსაფრთხოების დონე 4).
2. ბიოუსაფრთხოების დონეების (ბუდ) კლასიფიკაცია ეფუძნება დაწესებულების დიზაინს, შენობის პროექტის სპეციფიკის, კონტეინმენტის აღჭურვილობასა და დანადგარებს, სხვადასხვა რისკის ჯგუფის აგენტებთან მუშაობისათვის საჭირო პრაქტიკასა და პროცედურებს.
3. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების დონეები, პრაქტიკა და აღჭურვილობა პათოგენების რისკ- ჯგუფების მიხედვით:
რისკ-ჯგუფი
ბიოუსაფრთხოების დონე
ლაბორატორია
ლაბორატორიული პრაქტიკა
უსაფრთხოების აღჭურვილობა
1
ბიოუსაფრთხოების 1-ლი დონე
საბაზისო სწავლების და საბაზისო კვლევითი ლაბორატორიები.
კარგი მიკრობიოლოგიური პრაქტიკა.
პირველადი ბარიერი არ არის საჭირო; ღია სამუშაო ზედაპირი
2
ბიოუსაფრთხოების
მე-2 დონე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ვეტერინარული; პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, კლინიკური-დიაგნოსტიკური; სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები.
კარგი მიკრობიოლოგიური პრაქტიკა, დამცავი ტანსაცმელი/პირადი დაცვის აღჭურვილობა, ბიოლოგიური საფრთხის ნიშანი.
ღია სამუშაო ზედაპირი, ბიოუსაფრთხოების კაბინა აეროზოლების წარმოქმნის რისკის გათვალისწინებით.
3
ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე, მაღალი კონტეინმენტი
სპეციალური სწავლების და დიაგნოსტიკური და სამეცნიერო- კვლევითი ლაბორატორიები. ძირითადად მუშაობენ ენდოგენურ ან ეგზოტიკურ პათოგენებზე, რომლებიც იწვევენ სერიოზულ ან პოტენციურად ლეტალურ დაავადებებს ინჰალაციური ექსპოზირების გზით.
ბუდ მე-2 მოთხოვნებს ემატება სპეციალური ტანსაცმელი, კონტროლირებული დაშვება, მიმართულების მქონე ჰაერის მიმოქცევა, შხაპით აღჭურვილი გასასვლელი (დამოკიდებულია გამოყენებულ აგენტზე), ნარჩენების სპეციალური განადგურება.
ბიოუსაფრთხოების კაბინა ან/და სხვა პირველადი დაცვის დანადგარები ყველა სამუშაოსათვის, ორმაგკარიანი ავტოკლავი.
4
ბიოუსაფრთხოების მე-4 დონე, მაქსიმალური კონტეინმენტი
ლაბორატორიები ან ლაბორატორიული ერთეულები, სადაც მუშაობა მიმდინარეობს იმ საშიშ და ეგზოტიკურ პათოგენებზე, რომლებიც წარმოადგენენ აეროზოლით გადამდები ლაბორატორიული ინფექციებისა და უმეტესწილად ლეტალური დაავადებების გამოწვევის მაღალ–ინდივიდუალურ რისკს.
როგორც ბუდ მე–3 დონის მოთხოვნები დამატებული ჰაერჩამკეტი.
მე-3 კლასის ბიოუსაფრთხოების კაბინა ან დადებითი წნევის მქონე კომბინიზონები მე-2 კლასის ბიოუსაფრთხოების კაბინასთან ერთად, გაფილტრული ჰაერი, ორმაგკარიანი ავტოკლავი.
ბუდ-1 ლაბორატორიე