1. ინფექციური მასალის შეფუთვისას გამოყენებული უნდა იქნეს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ინფექციური მასალის ტრანსპორტირებისთვის დადგენილი სამმაგი შეფუთვის სტანდარტული სისტემა (დანართი 2). ინფექციური მასალა უნდა შეიფუთოს სამმაგი შეფუთვის წესით, კერძოდ:

ა) პირველადი კონტეინერი, რომელშიც უშუალოდ თავსდება მასალა, უნდა იყოს წყალგაუმტარი, ჰერმეტული და სათანადოდ ეტიკეტირებული, შიგთავსის შესაბამისად. პირველად კონტეინერს გარედან უნდა შემოეფინოს სითხის შემწოვი მასალა საკმარისი რაოდენობით;

ბ) მეორეული კონტეინერი, რომელსაც აქვს პირველადი კონტეინერის დამცავი ფუნქცია, უნდა იყოს მყარი, წყალგაუმტარი და ჰერმეტული. მასში შეიძლება მოთავსდეს რამდენიმე პირველადი კონტეინერი. ყველა მათგანი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში. მეორეულ კონტეინერს  უნდა ჰქონდეს ბიოსაფრთხის ნიშანი;

გ) მესამე ანუ სატრანსპორტო კონტეინერი იცავს მეორეულ კონტეინერს ფიზიკური დაზიანებისაგან. ნიმუშის მონაცემთა ფორმები, წერილი და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს და აღწერს ნიმუშს და სადაც მოცემულია მონაცემები გამმგზავნისა და მიმღების შესახებ, ასევე უნდა იყოს თანდართული ამ კონტეინერზე;

დ) მეორეულ და სატრანსპორტო კონტეინერებს შორის, საჭიროებისას, უნდა მოთავსდეს გასაცივებელი საშუალება (ყინული, მშრალი ყინული