1. დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს დოკუმენტირებული პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ბიორისკზე შესაძლო გავლენის მქონე აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის ელემენტების განსაზღვრას, შესყიდვას, ტექმომსახურებას, კალიბრაციას, სერტიფიცირებას და ვალიდაციას ბიორისკის მართვის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ტექმომსახურების პროგრამა ვრცელდება შენობის ყველა სტრუქტურულ დეტალზე (მათ შორის, მოპირკეთებულ ზედაპირებზე, დალუქულ ადგილებზე) და ყველა აღჭურვილობაზე. წინასწარ დადგენილ საექსპლუატაციო პარამეტრებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვრული უნდა იყოს ყველა გამოყენებული მასალის ტექნიკური მონაცემები.

3. დაგეგმვისა და ტექმომსახურების სამუშაოების განხორციელებისას დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს:

ა) დაწესებულების შენობის სტრუქტურული მთლიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფა;

ბ) ტექმომსახურების განხორციელება კომპეტენტური პირის მიერ და აღნიშნულ სამუშაოსთან დაკავშირებული რისკების შეფასება;

გ) ტექმომსახურების მოთხოვნების განსაზღვრა და ჩანაწერების წარმოება დაწესებულების მშენებლობის და/ან აღჭურვილობის შესყიდვის/შეძენის დროს;

დ) ყველა შესაბამისი აღჭურვილობისთვის ტექმომსახურების აღრიცხვის ჟურნალის შექმნა და წარმოება;

ე) გეგმური ტექმომსახურების პერიოდულობის განსაზღვრა და განხორციელება;

ვ) ტექმომსახურების პერიოდულობისა და საჭიროებების წინასწარი განსაზღვრა და მონიტორინგი შესაბამისი ინდიკატორებისა და საკონტროლო ხელსაწყოების გამოყენებით;

ზ) აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის ან შეცვლის საჭიროების რისკის გათვალისწინებით, ძირითადი სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

4. კალიბრაციის სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების დროს  დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს:

ა) შესყიდვის/შეძენის დროს კალიბრაციის საჭიროებების განსაზღვრა და ჩანაწერების წარმოება;

ბ) აღჭურვილობის სწორი კალიბრაციის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი სტანდარტების/ტესტების განსაზღვრა;

გ) ყველა შესაბამისი აღჭურვილობის კალიბრაციის დოკუმენტირებისათვის შესატყვისი სააღრიცხვო ჟურნალის შექმნა და განახლება;

დ) კალიბრაციის განხორციელება გრაფიკის და/ან რისკის შეფასებით განსაზღვრული სხვა სპეციფიკური ინტერვალებით და მწარმოებლის მოთხოვნების მიხედვით;

ე) კალიბრაციის პროცესში სერტიფიცირების განმახორციელებელი კომპეტენტური და დამოუკიდებელი პირის (ფიზიკური და/ან იურიდიული) მონაწილეობ