1. დაწესებულებამ უნდა ჩამოაყალიბოს და განახორციელოს სისხლით გადამდები პათოგენების კონტროლის გეგმა, რომლის დანიშნულებაა სისხლით გადამდები პათოგენებით ან სხეულის სხვა პოტენციურად ინფექციური მასალით, თანამშრომლის პროფესიული ექსპოზიციის საფრთხის აღმოფხვრა ან შემცირება. სხვა პოტენციურად ინფექციურ მასალად მიიჩნევა: სპერმა, ვაგინალური სეკრეტი, ცერებროსპინალური სითხე, სინოვიალური სითხე, პლევრალური სითხე, პერიკარდიუმის სითხე, პერიტონეალური სითხე, ამნიოტური სითხე, ნერწყვი სტომატოლოგიური პროცედურების დროს ან სხეულის სხვა სითხე, რომელიც დაბინძურებულია სისხლით.

2. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ამ გეგმაში ყველა იმ თანამშრომლის ჩაბმა, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სისხლით ან სხვა პოტენციურად ინფექციური მასალით  ექსპოზიციის საფრთხის ქვეშ იმყოფება. აღნიშნული გეგმის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კლინიკებში, საავადმყოფოებში, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და ლაბორატორიებში, სადაც ხდება ადამიანის ნიმუშების აღება და დამუშავებ