1. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბიოლოგიური აგენტების ინვენტარიზაციის ზუსტი და განახლებადი ნუსხის შექმნა და წარმოება. ასევე უნდა უზრუნველყოს ბიოლოგიური აგენტების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების განახლება, სრულყოფა და უსაფრთხო შენახვა სათადარიგო ასლის სახით. დაწესებულების შიგნით ლაბორატორიებს შორის ბიოლოგიური აგენტის გადატანა ისევე, როგორც დაწესებულების გარეთ გაგზავნა უნდა იყოს დოკუმენტირებული რისკის დონის შესაბამისად.
2. ინვენტარიზაციის პროცესი ეფუძნება რისკის შეფასებას და მოიცავს შემდეგს:
ა) ბიოლოგიური აგენტების, მათ შორის, კულტურების, ნიმუშების და სხვა წყაროების (მაგ., ინფიცირებული ქსოვილები/სინჯები ან ცხოველები) იდენტიფიცირებას;
ბ) ბიოლოგიურ აგენტებთან დაშვების შეზღუდვას უფლებამოსილი პირების გარდა, დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში;
გ) არსებული რისკის შესაბამისი ფიზიკური დაცვის ეფექტიანი ზომების დანერგვას (მაგ., საკეტები, ავარიული სიგნალები, შეღწევის კონტროლი და სხვ.);
დ) ნიმუშების იდენტიფიცირების სანდო სისტემის შემუშავებას და ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
ე) ბიოლოგიური აგენტების სეგრეგაციასა და შენახვას არსებული რისკის შესაბამისად;
ვ) კონტროლსა და დოკუმენტირებას დაქვემდებარებული მასალების (მაგ., სამუშაო მარაგი, ინფიცირებული ცხოველები) განსაზღვრას.
3. ინვენტარიზაციის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) მასალებისათვის პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაციას, აგრეთვე მასალებთან უშუალო სიახლოვეს დაშვებული პერსონალის შესახებ მონაცემებს რისკის დონის შესაბამისად;
ბ) დეტალურ საინვენტარიზაციო დოკუმენტებთან დაშვების შეზღუდვას;
გ) სხვადასხვა ფაქტორების მიმართ გამძლე და მკაფიო საიდენტიფიკაციო ნომრებსა და სხვა სახის იდენტიფიკატორებს;
დ) რისკის გათვალისწინებით დაშვებული ოდენობით ბიოლოგიური აგენტების რაოდენობის/მოცულობისა და ადგილმდებარეობის შესახებ ჩანაწერს;
ე) მოხმარებულ, განადგურებულ ან ამოღებულ მასალებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
ვ) წინამდებარე მუხლით დადგენილი ინვენტარიზაციის ვალდებულება არ ვრცელდება საველე პირობებში მომუშავე პირებზ