1. ლაბორატორიის დაპროექტებისას და მასში შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოქმნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ფაქტორები მოიცავს აეროზოლების წარმოქმნას, დიდი რაოდენობით აღჭურვილობის განთავსებას, მღრღნელების და ფეხსახსრიანების შემოჭრას, ობიექტზე არასანქცირებულ შესვლას, პროცედურების მართვასა და თანმიმდევრობას.
2. ლაბორატორიის დაპროექტებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:
ა) საკმარისი სივრცის გამოყოფა ლაბორატორიული სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულებისათვის, დასუფთავებისა და ტექმომსახურებისთვის;
ბ) კედლები, იატაკი და ჭერი იყოს გლუვი, ადვილად გასაწმენდი, წყალგაუმტარი და იმ ქიმიური ხსნარების და სადეზინფექციო ნივთიერებების მიმართ მდგრადი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ლაბორატორიაში. იატაკს ჰქონდეს მოცურებისგან დაცული ზედაპირი;
გ) სამუშაო ზედაპირი იყოს წყალგაუმტარი და დეზინფექტანტების, მჟავების, ტუტეების, ორგანული გამხსნელების და ოპტიმალური ტემპერატურის მიმართ მდგრადი;
დ) განათება იყოს ადეკვატური ყველა სამუშაოსთვის. თავიდან იქნეს აცილებული სინათლის არასასურველი არეკვლა;
ე) ლაბორატორიის ავეჯი იყოს მყარი. ღია სივრცეები მაგიდების, ბიოუსაფრთხოების კაბინებისა და აღჭურვილობის ქვეშ იყოს დასასუფთავებლად ადვილად მისაწვდომი;
ვ) მასალების შესანახი სათავსი ისე მოეწყოს, რომ ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ხშირად გამოყენებადი საგნები და თავიდან იქნეს აცილებული უწესრიგობა. ხანგრძლივად შესანახი მასალების სათავსი მდებარეობდეს ლაბორატორიის სამუშაო ზონის გარეთ, მოსახერხებელ ადგილას;
ზ) არასამუშაო ტანსაცმლის და პირადი ნივთების შესანახი ადგილი მდებარეობდეს ლაბორატორიის სამუშაო ზონის გარეთ;
თ) საკვების და სასმლის მიღების და დასასვენებელი ადგილი მდებარეობდეს ლაბორატორიის სამუშაო ზონის გარეთ;
ი) ხელსაბანი ნიჟარები მდებარეობდეს ყველა ლაბორატორიის ოთახში, სასურველია გასასვლელთან ახლოს;
კ) ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის ლაბორატორიაში ავტოკლავი ან დეკონტამინაციის სხვა საშუალება უნდა მდებარეობდეს ლაბორატორიის სიახლოვეს;
ლ) ლაბორატორიებში უნდა იყოს თვალის ამოსარეცხი პუნქტები;
მ) ახალი შენობის დაპროექტების დროს გათვალისწინებულ იქნეს ვენტილაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის შენობაში შედინებას რეცირკულაციის გარეშე. ასეთი სავენტილაციო სისტემის არარსებობის შემთხვევაში, იღებოდეს ფანჯრები დადგენილი პროცედურის გათვალისწინებით და ფანჯრებზე დამაგრდეს მწერებისგან დამცავი ბადე;
ნ) აუცილებელია უწყვეტი წყალმომარაგების სისტემა. ლაბორატორიის წყალმომარაგების სისტემა განცალკევებული უნდა იყოს სასმელი წყლის სისტემისაგან. საჭიროა უკუდენისგან დამცავი სარქველი, რათა არ მოხდეს უკანა ნაკადით ლაბორატორიული წყლის შერევა საზოგადოებრივი წყალმომარაგების სისტემასთან;
ო) არსებობდეს საიმედო, ადეკვატური და უწყვეტი ელექტრომომარაგების და ავარიული განათების სისტემა, რომელიც შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალებას იძლევა. სასურველია, არსებობდეს სათადარიგო გენერატორი, რომელიც დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან აღჭურვილობასთან, როგორებიცაა თერმოსტატები (ინკუბატორები), ბიოლოგიური უსაფრთხოების კაბინები, საყინულეები და ა.შ. გენერატორი ასევე გამოყენებული უნდა იყოს ცხოველების გალიების ვენტილაციისთვის;
პ) პროცედურები, რომელსაც თან ახლავს აეროზოლის წარმოქმნა, განხორციელდეს ბიოლოგიურ უსაფრთხოების კაბინებში;
ჟ) შესაძლებელი იყოს კარის მექანიკურად დახურვა და ჩაკეტვა. მასზე დამაგრდეს ბიოსაფრთხის ნიშანი:
რ) პოტენციურად კონტამინირებული ნარჩენებისა და ზოგადი ნარჩენებისათვის, მათი განცალკევების მიზნით, გამოყოფილ იქნეს სპეციალური იზოლირებული ადგილებ