1. ლაბორატორიის სამუშაო ზონაში შესვლისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი წესები:
ა) იმ ოთახების კარებზე, რომლებშიც მიმდინარეობს მე-2 ან უფრო მაღალი რისკ-ჯგუფის მიკროორგანიზმებთან მუშაობა, გამოიკრას ბიოსაფრთხის საერთაშორისო გამაფრთხილებელი ნიშნები და სიმბოლოები;
ბ) ლაბორატორიის სამუშაო ტერიტორიაზე შესვლის უფლება ჰქონდეს მხოლოდ სათანადოდ უფლებამოსილ პირს;
გ) ლაბორატორიის კარი ყოველთვის იყოს დახურული;
დ) აკრძალულია ბავშვების ლაბორატორიის სამუშაო ზონაში შესვლა;
ე) ცხოველთა განთავსების ადგილზე შესვლისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა;
ვ) დაუშვებელია ცხოველების ყოფნა ან მცენარეების განთავსება ლაბორატორიაში. გამონაკლისია ის ცხოველები, რომლებიც სამუშაოს ნაწილს წარმოადგენე