1. კარგი მიკრობიოლოგიური პროცედურების შემთხვევაში, დაცული უნდა იქნეს შემდეგი წესები:
ა) მკაცრად აკრძალულია პირით პიპეტირება;
ბ) აკრძალულია მასალების პირთან მიტანა, იარლიყის ენით დასველება;
გ) ყველა ტექნიკური პროცედურის შესწრულების დროს მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი აეროზოლისა და შხეფების წარმოქმნის რისკი;
დ) შეიზღუდოს საინიექციო ნემსებისა და შპრიცების გამოყენება. დაუშვებელია მათი გამოყენება პიპეტირების ხელსაწყოების შემცვლელი ან სხვა დანიშნულებით, გარდა პარენტერალური ინიექციისთვის ან ლაბორატორიული ცხოველიდან სითხეების ასაღებად;
ე) ყველა დაღვრის, ინციდენტის, ინფექციურ მასალასთან აშკარა ან პოტენციური ექსპოზიციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს ლაბორატორიის ზედამხედველ პირს. მსგავსი შემთხვევების შესახებ მუდმივად წარმოებდეს ჩანაწერები;
ვ) დაღვრილი სითხისგან გაწმენდის პროცედურა გაწერილი იყოს სპეციალურ ინსტრუქციაში და დანერგილი პრაქტიკაში;
ზ) კანალიზაციაში ჩაღვრამდე მოხდეს ყველა ინფექციური სითხის დეკონტამინაცია. ჩამდინარე წყლის დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
თ) ლაბორატორიაში არსებული ყველა წერილობითი დოკუმენტი, რომელიც საჭიროებს ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ გატანას, იყოს დაცული კონტამინაციისგა