1. შეძენილი ლაბორატორიული ინფექციებისგან, ინციდენტებისა და უბედური შემთხვევებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა პერსონალის ინფორმირება ლაბორატორიული საფრთხეების არსებობის და მათი კონტროლის შესახებ.

2. ლაბორატორიაში არსებული ინფექციებისგან, ინციდენტებისა და უბედური შემთხვევებისგან დაცვის მიზნით, აუცილებელია სისტემატური სწავლების ჩატარება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. ეფექტიანი უსაფრთხოების პროგრამა იწყება ლაბორატორიის ხელმძღვანელობიდან. მათ უნდა უზრუნველყონ, რომ პერსონალის საბაზისო კურსი მოიცავდეს უსაფრთხო ლაბორატორიული პრაქტიკისა და პროცედურების სწავლებას. ახალი თანამშრომლისთვის უსაფრთხოების ზომების სწავლება უნდა წარმოადგენდეს ლაბორატორიის  გაცნობისა და საორიენტაციო ინსტრუქტაჟის ძირითად ნაწილს.

3. თანამშრომელი ვალდებულია, გაეცნოს ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის სახელმძღვანელოს, სოპ-ებს და სხვა დოკუმენტაციას, რაც დაკავშირებულია მისი მოვალეობების შესრულებასთან. ლაბორატორიის ზედამხედველობისათვის უფლებამოსილი პირები პასუხისმგებელნი არიან მათ უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალისათვის კარგი ლაბორატორიული ტექნიკის შესახებ სწავლებების ჩატარებაზე. ბიოუსაფრთხოების ოფიცერი ხელს უწყობს ამ სწავლების ჩატარებას შესაბამისი სასწავლო მასალებისა და დოკუმენტაციის მომზადებით.

4. პერსონალის სასწავლო კურსი ყოველთვის უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მაღალი საფრთხის შემცველი პროცედურების უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდების შესახებ. ეს ეხება ყველა თანამშრომელს და მოიცავს შემდეგს:

ა) ინჰალაციის რისკს (აეროზოლის წარმოქმნა) - მარყუჟების გამოყენება, აგარზე მიკროორგანიზმის დათესვა, პიპეტირება, ნაცხების დამზადება, კულტურის შემცველი ჭურჭლის  გახსნა, სისხლის/შრატის სინჯების აღება, ცენტრიფუგირება და ა.შ.;

ბ) ჩაყლაპვის რისკს -  ნიმუშებთან, ნაცხებსა და კულტურებთან მუშაობისას;

გ) კანის ექსპოზირების რისკს -  ნემსებისა და შპრიცების გამოყენებისას;

დ) კბენისა და დაკაწვრის რისკს -  ცხოველებთან მუშაობისას;

ე) სისხლთან და სხვა პოტენციურად საშიშ პათოლოგიურ მასალასთან მუშაობას;

ვ) ინფექციური მასალის დეკონტამინაციასა და განადგურება