1. დაწესებულების ხელმძღვანელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის სახელმძღვანელოს შემუშავება და გამოყენება.
2. ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე, უზრუნველყოფს სწავლებას ლაბორატორიის უსაფრთხოების შესახებ.
3. დაწესებულების პერსონალი ინფორმირებული უნდა იყოს კონკრეტული საფრთხეების შესახებ. იგი ვალდებულია, გაეცნოს ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს და/ან შესაბამის სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებს. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირმა უნდა გააკონტროლოს პერსონალის მიერ ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის წესების ცოდნა და შესრულება. ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის სახელმძღვანელოს ასლი უნდა ინახებოდეს ლაბორატორიაში.
4. დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ფეხსახსრიანების და მღრღნელების კონტროლის პროგრამა.
5. საჭიროებისამებრ, პერსონალს უტარდება სამედიცინო შემოწმება, ზედამხედველობა და მკურნალობა. უნდა წარმოებდეს შესაბამისი სამედიცინო ჩანაწერებ