1. ლაბორატორიებში ნარჩენების დეკონტამინაციისა და განადგურების პროცესები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ნარჩენებთან მოპყრობისას პირველ რიგში უნდა მოხდეს ყველა ინფექციური მასალის გაუვნებელყოფა ავტოკლავირებით (თუ ავტოკლავი ხელმისაწვდომია) ან სხვა საშუალებით, ხოლო შემდეგ კი ინსინერაცია.

2. პოტენციურად ინფექციურ მასალასთან, მიკროორგანიზმებთან ან ცხოველურ ქსოვილებთან მუშაობისას გამოყენებული ნებისმიერი საგნის ან მასალის ლაბორატორიიდან გატანამდე უნდა დადგინდეს:

ა) ჩაუტარდა თუ არა ამ საგანს ან მასალას ეფექტიანი დეკონტამინაცია ან დეზინფექცია დადგენილი პროცედურების დაცვით;

ბ) თუ ეფექტიანი დეკონტამინაცია ან დეზინფექცია არ ჩაუტარდა, მოხდა თუ არა მისი შეფუთვა დადგენილი წესების დაცვით, ადგილზე ან სხვა ობიექტზე არსებულ ინსინერატორში გადასატანად;

გ) შეიცავს თუ არა დეკონტამინირებული საგნების ან მასალის განადგურების პროცესი სხვა დამატებით საფრთხეს (ბიოლოგიურს ან სხვას) იმ პირთათვის, რომლებიც უშუალოდ ანადგურებენ ან ეხებიან გასანადგურებელ მასალას დაწესებულების გარეთ.

3. ლაბორატორიაში უნდა დაინერგოს ინფექციური მასალების და მათი შემცველი კონტეინერების იდენტიფიკაციის და განცალკევების მეთოდები.

4. ლაბორატორიაში არსებული ნარჩენების კლასიფიცირება და თითოეული კლასიფიკაციის ნარჩენთან მოპყრობის წესები განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტი - სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №64  დადგენილების  მოთხოვნების გათვალისწინები