1. დაუშვებელია გამოყენების შემდეგ საინექციო ნემსების თავსახურით კვლავ დახურვა, გაღუნვა და/ან მოძრობა ერთჯერადი შპრიცებიდან. ისინი დაუშლელად უნდა მოთავსდეს ბასრი საგნების კონტეინერში.

2. ერთჯერადი შპრიცები, ნემსით ან მის გარეშეც, გამოყენების შემდეგ უნდა მოთავსდეს ბასრი ნარჩენების კონტეინერში, რომლებიც ექვემდებარება ინსინერაციას, საჭიროების შემთხვევაში, მისი წინასწარი ავტოკლავირების შემდეგ.

3. ბასრი საგნების ერთჯერადი კონტეინერი უნდა იყოს მყარი და გამძლე ჩხვლეტისადმი. დაუშვებელია მისი 3/4-ზე მეტად ავსება. ერთჯერადი ბასრი ნარჩენების კონტეინერის ნაგავსაყრელზე გადაგდება დაუშვებელი