1. საგნების, მასალების, ნარჩენების და სხვა ობიექტების ლაბორატორიიდან ან ცხოველთა განთავსების ნაგებობებიდან გატანამდე უნდა მოხდეს მათი დეზინფექცია და დეკონტამინაცია. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ქიმიური დეზინფექტანტების გამოყენებით, ორთქლით ავტოკლავირებით ან ორივე მეთოდის კომბინირებით. გასაუვნებელყოფელი და გასანადგურებელი მასალა უნდა მოთავსდეს ავტოკლავირებად პლასტიკურ პარკებში, სხვადასხვა ფერის მარკირებით იმის მიხედვით, თუ რომელი პროცესი - ავტოკლავირება და/ან ინსინერაცია უნდა გაიაროს მასალამ. თუ ლაბორატორიას აქვს ინსინერატორი, მაშინ შესაძლებელია ავტოკლავირების საფეხურის გამოტოვება და ნარჩენების პირდაპირ ინსინერატორში გადატანა.
2. მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო კონტეინერი უნდა იყოს წყალგაუმტარი, ჰერმეტული თავსახურით. ლაბორატორიაში ხელახლა გამოყენებამდე უნდა მოხდეს მისი დეზინფექცია და გასუფთავება.
3. თითოეულ ლაბორატორიაში, კლინიკაში, საავადმყოფოში, ცხოველთა მოვლის დაწესებულებაში, ასევე საველე სამუშაოებისთვის უნდა შემუშავდეს დეტალური პროცედურები და სოპ-ები, სადაც აღწერილი იქნება დეზინფექციის და დეკონტამინაციის მეთოდებ