1. დაწესებულებაში პერსონალის პირადი დაცვის მიზნით უნდა შესრულდეს შემდეგი წესები:
ა) ლაბორატორიაში მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში პერსონალს ეცვას ლაბორატორიული ტანსაცმელი, სასურველია - ერთჯერადი;
ბ) ყველა იმ პროცედურის დროს, როდესაც ხდება სისხლთან, ბიოლოგიურ სითხეებთან ან სხვა პოტენციურად ინფექციურ მასალებთან ან ინფიცირებულ ცხოველებთან შეხება, მოხდეს სპეციალური ხელთათმნის გამოყენება. დაუშვებელია მათი ხელმეორედ გამოყენება;
გ) პერსონალმა ხელები დაიბანოს ინფექციურ მასალებთან და ცხოველებთან შეხებისა და ლაბორატორიის სამუშაო ზონიდან გამოსვლის წინ, მიუხედავად ხელთათმნის გამოყენებისა;
დ) დამცავი სათვალეები, სახის დამცავი ნიღბები ან დაცვის სხვა საშუალებები გამოყენებულ იქნეს ყოველთვის, როდესაც საჭიროა თვალების დაცვა შხეფებისგან, საგნებისა და ინფიცირებული ცხოველების სითხეებისგან;
ე) აკრძალულია დამცავი ლაბორატორიული ტანსაცმლის ტარება ლაბორატორიის გარეთ, მაგალითად სასადილოში, ყავის დასალევ ოთახში, ოფისში, ბიბლიოთეკაში, პერსონალის ოთახსა და ტუალეტში;
ვ) ლაბორატორიაში აკრძალულია ღია ფეხსაცმლის ტარება;
ზ) ლაბორატორიაში აკრძალულია საკვების და სასმლის მიღება, კოსმეტიკის გამოყენება და საკონტაქტო ლინზების მორგება;
თ) ლაბორატორიის სამუშაო ზონაში აკრძალულია ადამიანის საკვები პროდუქტების და სასმლის შენახვა;
ი) ლაბორატორიაში გამოყენებული დამცავი ტანსაცმელი არ უნდა ინახებოდეს კარადაში საგარეო ტანსაცმელთან ერთად;
კ) პერსონალის სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს, აქედან ლაბორატორიაში უწყვეტი მუშაობის დრო კი - 4 საათ