1. დაწესებულების ხელმძღვანელი პირები ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირის ჩათვლით პასუხისმგებელნი არიან ლაბორატორიის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლზე. კონტროლის მიზანია სამუშაოზე შეძენილი დაავადებების მონიტორინგი.
2. პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი მოიცავს:
ა) სამუშაო პოზიციაზე დანიშვნამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, სამედიცინო ისტორიის განხილვის ჩათვლით;
ბ) აქტიური და პასიური იმუნიზაციის უზრუნველყოფას საჭიროების მიხედვით;
გ) ლაბორატორიაში შეძენილი ინფექციების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის ხელშეწყობას, შესაძლებლობისას საობსერვაციო ოთახების მოწყობას;
დ) მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების (მაგ., ორსული ქალების ან დაბალი იმუნიტეტის მქონე პირების) მაღალი საფრთხის მქონე ლაბორატორიულ საქმიანობასთან არდაშვებას;
ე) ეფექტიანი პირადი დაცვის აღჭურვილობის და პროცედურების გამოყენებას;
ვ) ლაბორატორიის მენეჯმენტის მიერ თანამშრომლების ავადმყოფობისა და სამუშაოს გაცდენების შესახებ ჩანაწერების წარმოებასა და შენახვას;
ზ) რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალების ინფორმირებას ნაყოფის განვითარების შესაძლო საფრთხეების შესახე