1. ლაბორატორიის სამუშაო ზონაში დაცული უნდა იქნეს შემდეგი წესები:

ა) ლაბორატორია იყოს მოწესრიგებული, სუფთა და მასში არ განთავსდეს ის მასალები, რომლებიც სამუშაოს დროს არ გამოიყენება;

ბ) სამუშაო დღის დასრულებისა და ნებისმიერი პოტენციურად სახიფათო მასალის დაღვრის შემდეგ  განხორციელდეს სამუშაო ზედაპირის დეკონტამინაცია;

გ) ყველა დაბინძურებულ მასალას/აღჭურვილობას, ნიმუშს და კულტურას უნდა ჩაუტარდეს დეკონტამინაცია მანამ, სანამ მოხდება მისი განადგურება ან ხელახალი გამოყენება;

დ) შეფუთვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი საერთაშორისო და/ან ეროვნული რეგულაციების შესაბამისად;

ე) ფანჯრებს, რომლებიც იღება, უნდა გაუკეთდეს ფეხსახსრიანებისგან დამცავი ბად