1. ბუდ-1 ლაბორატორიაში დამატებით დაცულ უნდა იქნეს ხელთათმნის გამოყენების შემდეგი წესები:
ა) ხელთათმნის ჩაცმა-გახდისას მკაცრად უნდა იყოს დაცული შესაბამის სოპ-ში გაწერილი წესები;
ბ) რისკის შეფასების საფუძველზე, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ორმაგი ხელთათმნის გამოყენება;
გ) ხელთათმნის გამოცვლა უნდა მოხდეს მაშინვე, თუ ის დაბინძურდა, მთლიანობა დაერღვა ან სხვა მიზეზის გამო;
დ) ერთჯერადი ხელთათმნის გარეცხვა და ხელმეორედ გამოყენება აკრძალულია;
ე) ხელების დაბანა უნდა მოხდეს ლაბორატორიიდან გასვლის წინ მიუხედავად იმისა, რომ მუშაობისას გამოიყენებოდა ხელთათმანი;
ვ) გამოყენებული ხელთათმანი უნდა მოთავსდეს ბიონარჩენების კონტეინერშ