ბუდ-2 ლაბორატორიის მქონე თითოეულმა დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელო, რომელიც აღწერს გამოვლენილ და პოტენციურ საფრთხეებს და აყალიბებს პრაქტიკასა და პროცედურებს რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. კარგი მიკრობიოლოგიური პრაქტიკა წარმოადგენს ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების საფუძველს. სპეციალიზებული ლაბორატორიული აღჭურვილობა ზრდის ბიოუსაფრთხოების დონეს, თუმცა ის არ არის  სათანადო პროცედურების ჩანაცვლების საშუალებ