1. ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის კარგ პროცედურებსა და პრაქტიკასთან ერთად, ასევე უნდა გამოიყენებოდეს უსაფრთხოების აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს ბიოსახიფათო მასალებთან მუშაობისას რისკის შემცირებას. ბიოუსაფრთხოების ოფიცერთან და ბიოუსაფრთხოების კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ, დაწესებულების ხელმძღვანელმა პირმა უნდა უზრუნველყოს ლაბორატორიის სათანადო მოწყობილობებით აღჭურვა და მათი სწორად გამოყენება.
2. ბიოუსაფრთხოების ძირითადი აღჭურვილობა მოიცავს შემდეგს:
ა) პიპეტირების საშუალებებები - პირით პიპეტირების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებები;
ბ) ბიოლოგიური უსაფრთხოების კაბინები - გამოიყენება მაშინ, როდესაც:
ბ.ა.) სამუშაოები ხორციელდება ინფექციურ მასალებზე რისკის შეფასებიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ინფექციური მასალის ცენტრიფუგირება ბიოუსაფრთხოების კაბინაში, მაშინ გამოიყენება ცენტრიფუგის უსაფრთხო თავდახურული კონტეინერები, რომელთა გახსნა ხდება ბიოუსაფრთხოების კაბინაში;
ბ.ბ.) არსებობს აიროვანი ინფექციის დიდი რისკი;
ბ.გ.) ხორციელდება პროცედურები, რომლის დროსაც დიდია აეროზოლის წარმოქმნის საფრთხე. აღნიშნული მოიცავს ცენტრიფუგირებას, ჰომოგენიზაციას/დაქუცმაცებას, შერევას, ძლიერ შენჯღრევას, ულტრაბგერით დაშლას, ინფექციური მასალის შემცველი კონტეინერის გახსნას (მაშინ, როდესაც კონტეინერის შიდა წნევა განსხვავებულია ატმოსფერული წნევისაგან), ცხოველების ინტრანაზალურ ინოკულაციას, ინფექციური მასალის მიღებას ცხოველიდან ან კვერცხიდან და სხვ;
ბ.დ.) პლასტმასის ერთჯერადი ჩასათესი მარყუჟები; ასევე, შესაძლოა, აეროზოლის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ბიოუსაფრთხოების კაბინაში ჩასათესი მარყუჟის ელექტროინსინერატორი;
ბ.ე.) სინჯარები და ბოთლები ხრახნიანი თავსახურით;
ბ.ვ.) ავტოკლავები და/ან ინფექციური მასალის დეკონტამინაციის სხვა საშუალებები;
ბ.ზ.) ერთჯერადი პლასტმასის პიპეტები, თუ შესაძლებელია შუშის მასალების გამოყენების თავიდან არიდება.
3. ავტოკლავების, ბიოუსაფრთხოების კაბინების და სხვა მსგავსი აღჭურვილობის ვალიდაცია უნდა ხდებოდეს სათანადო მეთოდებით. ხოლო სერტიფიცირება ჩატარდეს რეგულარულად, მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისა