1. ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის ლაბორატორიის სამუშაო პრაქტიკის თავისებურებების გარდა, ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიის სამუშაო პრაქტიკა დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) შესასვლელ კარზე გამოკრულ საერთაშორისო ბიოსაფრთხის ნიშნებსა და სიმბოლოებზე აღინიშნოს ბიოუსაფრთხოების დონე და ლაბორატორიის ზედამხედველის ვინაობა, რომელიც პასუხისმგებელია დაშვების კონტროლისათვის. ასევე სპეციალური პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია შესვლამდე, მაგალითად იმუნიზაცია;
ბ) ლაბორატორიული დამცავი ტანსაცმელი წარმოადგენდეს დახურული წინა ნაწილის მქონე ან სრულად შემოხვეულ ხალათს, კომბინეზონს, ქუდს და საჭიროებისამებრ, ფეხსაცმელებზე გადასაკრავ ბახილებს ან სპეციალურ ფეხსაცმელებს. წინა ღილებიანი სტანდარტული ლაბორატორიული ხალათი დაუშვებელია ისევე, როგორც სახელოები, რომლებიც სრულად არ ფარავს მკლავებს. ლაბორატორიული დამცავი ტანსაცმლის ტარება ლაბორატორიის გარეთ არ შეიძლება. გარეცხვამდე მას უნდა ჩაუტარდეს დეკონტამინაცია;
გ) ღია მანიპულაციები პოტენციურად ინფექციურ ყველა მასალასთან ჩატარდეს ბიოუსაფრთხოების კაბინაში ან სხვა პირველადი კონტეინმენტის მოწყობილობაში;
დ) შეიძლება აუცილებელი იყოს რესპირატორული დაცვის აღჭურვილობის გამოყენება ზოგიერთი ლაბორატორიული პროცედურის ან ზოგიერთი პათოგენით ინფიცირებულ ცხოველთან მუშაობის დროს;
ე) ცოცხალ პათოგენებთან მუშაობის დროს უნდა გამოიყენებოდეს 2 პირის წესი, როდესაც ლაბორატორიაში მარტო არავინ მუშაობ