1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების და სამედიცინო ზედამხედველობის პროგრამა,  რომელიც შედგენილია ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის საბაზისო ლაბორატორიებისთვის, გამოიყენება ასევე მე-3 დონის ლაბორატორიისთვისაც, თუმცა დამატებით დაცულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) პერიოდული სამედიცინო შემოწმება სავალდებულოა ყველა თანამშრომლისთვის, რომლებიც მუშაობენ ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიაში. აღნიშნული მოიცავს დეტალური სამედიცინო ისტორიის წარმოებას და საქმიანობიდან გამომდინარე, ფიზიკურ შემოწმებას;

ბ) ლაბორატორიის პერსონალის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება ხორციელდება დამსაქმებლის ხარჯითა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტის მიერ;

გ) კლინიკური შემოწმების დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, შემოწმებული პირი იღებს სამედიცინო ბარათს, რომელზეც აღნიშნული იქნება, რომ იგი მუშაობს ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიაშ