ბიოლოგიური უსაფრთხოების პირველ დონეს მიეკუთვნება ლაბორატორია, რომელშიც განთავსდებიან ცხოველები კარანტინის შემდგომ, ასევე ცხოველები, რომელთა ორგანიზმშიც შეყვანილია პირველი რისკ-ჯგუფის აგენტები (გამონაკლისია პრიმატები, რომლებთან მუშაობისთვისაც საჭიროა კონსულტაციის გავლა ეროვნულ უწყებებთან). დაწესებულების ხელმძღვანელმა პირმა უნდა მოამზადოს წესები, პროცედურები და პროტოკოლები თითოეული ოპერაციისა და ვივარიუმში შესვლისათვის. პერსონალისთვის უნდა მოქმედებდეს სამედიცინო ზედამხედველობის პროგრამა, ასევე უნდა იყოს მომზადებული და პერსონალისთვის მიწოდებული უსაფრთხო მუშაობის სახელმძღვანელ