1. ზოგი ფეხსახსრიანის, განსაკუთრებით კი მფრინავი მწერების შემთხვევაში, საჭიროა განხორციელდეს შემდეგი უსაფრთხოების ზომები:

ა) ინფიცირებული და არაინფიცირებული უხერხემლოების მოსათავსებლად გამოყენებულ   იქნეს ცალ-ცალკე ოთახები;

ბ) ფუმიგაციის ჩასატარებლად შესაძლებელი იყოს ოთახის დალუქვა;

გ) საჭიროა ადგილზე არსებობდეს მწერების საწინააღმდეგო აეროზოლი;

დ) საჭიროებისამებრ, უხერხემლოების აქტივობის შესამცირებლად არსებობდეს „გამაგრილებელი“ საშუალებები;

ე) შესვლა ხდებოდეს წინა ოთახის გავლით, სადაც განთავსებული იქნება მწერების მახეები, ხოლო კარებზე დამაგრებული იქნება ფეხსახსრიანებისგან დამცავი ბადეები;

ვ) გამწოვი სავენტილაციო მილები და ყველა გაღებადი ფანჯარა აღჭურვილი იყოს ფეხსახსრიანებისგან დამცავი ბადეებით;

ზ) ნიჟარის მუხლები და ჩამდინარე ნარჩენების  სისტემები არ უნდა ამოშრეს;

თ) ყველა ნარჩენის დეკონტამინაცია მოხდეს ავტოკლავირებით, ვინაიდან ზოგიერთი უხერხემლო ყველა დეზინფექტანტით არ კვდება;

ი) მუდმივად მოწმდებოდეს მფრინავი, მცოცავი და მხტუნავი ფეხსახსრიანების ლარვების და ზრდასრული ფორმების რაოდენობა;

კ) ტკიპების კონტეინერები უნდა მოთავსდეს ზეთიან სინზე;

ლ) ინფიცირებული ან პოტენციურად ინფიცირებული მფრინავი მწერები მოთავსდეს ორმაგბადიან გალიებში;

მ) ინფიცირებულ ან პოტენციურად ინფიცირებულ ფეხსახსრიანებთან მუშაობა მიმდინარეობდეს ბიოუსაფრთხოების კაბინებსა ან იზოლატორებში;

ნ) ინფიცირებულ ან პოტენციურად ინფიცირებულ ფეხსახსრიანებზე მანიპულაციები შეიძლება ხორციელდებოდეს გამაგრილებელ ლანგარზე.

თავი X

მოკვლევა, ინსპექტირება, აუდიტი და სწავლე