1. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პერსონალის ბიორისკთან დაკავშირებული სწავლების მოთხოვნებისა და პროცედურების განსაზღვრა, ჩამოყალიბება და დანერგვა. ბიორისკთან დაკავშირებული სწავლების პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) სასწავლო მასალის და სოპ-ების შემუშავებას;
ბ) სწავლების საჭიროებების განსაზღვრას;
გ) ბიორისკის საკითხებში საჭირო სწავლების უზრუნველყოფას;
დ) სწავლების ეფექტიანობის განსაზღვრას;
ე) კვალიფიკაციის ასამაღლებელი ბიორისკის სწავლების უზრუნველყოფას;
ვ) სამუშაოს შესრულებაში შეზღუდვების დაწესებას იმ პერსონალისათვის, რომელიც არ არის ჯეროვნად მომზადებული;
ზ) შესაბამისი ჩანაწერების წარმოებას.
2. საველე ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის საბაზისო და ყოველწლიური სწავლება უნდა ჩაუტარდეს საველე პირობებში მომუშავე პირებს.
ლაბორატორიის ექსპლუატაციაში გაშვება, ფუნქციონირების შეჩერება და ჩანაწერების კონტრო