1.არსებული სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილების დასადასტურებლად და დოკუმენტების სიცხადის, ადვილად იდენტიფიცირებისა და სისტემატიზირების უზრუნველსაყოფად, დაწესებულებამ უნდა განახორციელოს ჩანაწერების, დოკუმენტებისა და მონაცემების წარმოება, კონტროლი და დაცვა.
2. აუცილებელია იმ პროცედურების შემუშავება, რომელიც საჭიროა საანგარიშო დოკუმენტების გამოვლენის, შენახვის, დაცვის, ძიების, დროებითი შენახვისა და განადგურების უზრუნველსაყოფად.
3. საჭიროა შეიქმნას კონტროლის მექანიზმები, რათა გამოირიცხოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემთხვევითი გამჟღავნება.
4. აუცილებელია შეიქმნას დოკუმენტების შეფასების, შესწორებისა და ხელახალი დამტკიცებისა და კონტროლის პროცედურები.
5. კონტროლს დაქვემდებარებული დოკუმენტებია:
ა) რისკის შეფასებები, სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ-ები) და უსაფრთხოების სახელმძღვანელოები;
ბ) სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხის ანალიზები და ორგანიზაციული სტრუქტურის დიაგრამები;
გ) საპროექტო ჩანაწერები და ექსპლუატაციაში გაშვების/ტესტირების გეგმა და ჩანაწერები, ასევე მათთან დაკავშირებული ყველა მონაცემი;
დ) აუდიტის და ინსპექტირების საკონტროლო სია;
ე) ლაბორატორიის ბიოდაცვის სახელმძღვანელო და რისკის შეფასებები, ავტორიზაციები და დაცვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები;
ვ) სწავლებების ჩანაწერები;
ზ) ლაბორატორიული აღჭურვილობის სერტიფიკაციის დოკუმენტებ