1. ლაბორატორიის ბიოდაცვის გეგმაში მოცემული უნდა იყოს კონკრეტული წესები და პროცედურები, რომლებიც ეხება ფიზიკურ ბიოდაცვას, პერსონალის დაცვას, ტრანსპორტირების დაცვას, მასალების კონტროლს და ინფორმაციის დაცვას, კერძოდ:

ა) ლაბორატორიული აღჭურვილობის დაცვა, რაც ლაბორატორიული ბიოდაცვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს;

ბ) ფიზიკური ბიოდაცვა, რომელიც შედგება საინჟინრო, სტრუქტურული და დაცვის პერსონალის ელემენტებისგან და რომელიც გამოიყენება ლაბორატორიებში დაშვების და მათში განთავსებულ მასალებთან წვდომის კონტროლისათვის და დოკუმენტურად დასარეგისტრირებლად, ასევე სახიფათო პათოგენების და აღჭურვილობის ლაბორატორიიდან არასანქცირებული გატანის თავიდან ასაცილებლად. დაშვების კონტროლის საშუალებები გამოიყენება აკრძალულ ზონებში არასანქცირებული შესვლის შეზღუდვისათვის და ამ ზონებში შესვლისა და გამოსვლის კონტროლისთვის;

გ) პერსონალის მართვის პროცედურებში იმ ლაბორატორიული პერსონალის მოვალეობების, პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრა, რომლებიც მუშაობენ სახიფათო პათოგენებთან, იყენებენ, ინახავენ და/ან ახდენენ მათ ტრანსპორტირებას; ასევე მეთოდების განსაზღვრა, რომლის საშუალებით დაწესებულება ამოწმებს თანამშრომლების კომპეტენციის მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან შესაბამისობას;

დ) ინფორმაციის დაცვის წესებში სახიფათო პათოგენებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან მოპყრობის პროცედურების განსაზღვრა. მნიშვნელოვანი ინფორმაციის მაგალითია ლაბორატორიის დაცვის გეგმები და ინვენტარიზაციის დოკუმენტები, ასევე ნიმუშების შენახვის ადგილები. ინფორმაციის დაცვა მოითხოვს კონფიდენციალობის შესაბამისი დონის არსებობას;

ე) ლაბორატორიაში მომუშავე ყველა თანამშრომლის, მათ შორის,  ტექმომსახურების პერსონალისა და დამლაგებლების მიერ, ასევე გარედან მიწვეული პირველადი რეაგირებისათვის პასუხისმგებელი პერსონალის  და იმ თანამშრომლის მიერ, რომელიც მონაწილეობს ლაბორატორიის დაცვის უზრუნველყოფაში, ბიოდაცვის სწავლების გავლა. ამ სწავლების დროს უნდა მოხდეს ლაბორატორიის ბიოდაცვის დანერგილი ზომების დასაბუთება და შესაბამისი წესებისა და დაწესებულებისათვის სპეციფიკური პროცედურების განხილვა;

ვ) საველე ბიოუსაფრთხოებისას სამუშაო პროცესის ქრონოლოგიური აღრიცხვის/დოკუმენტირების კარგი პრაქტიკა. ნიმუშებისა და სინჯების აღრიცხვა უნდა მოხდეს ყოველ საფეხურზ