1. თუ ორგანოლეპტიკური შეფასების შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ თევზჭერის პროდუქტის სიახლის მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესაძლებელია თევზჭერის პროდუქტისაგან აღებულ იქნეს ნიმუში მისი ლაბორატორიული გამოკვლევისათვის, რომლის დროსაც დადგენილი უნდა იქნეს თევზჭერის პროდუქტში აქროლადი აზოტის საერთო რაოდენობისა (TVB-N) და ტრიმეთილამინის აზოტის (ТМА-N) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
2. თუ ორგანოლეპტიკური შეფასების შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებობს რაიმე სახის სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, აუცილებელია თევზჭერის პროდუქტიდან აღებულ იქნეს ნიმუში ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნი